მიხეილ სააკაშვილი: „პირველად მე გავბედე და პუტინს იარაღით დავუპირისპირდი“

GEORGIA FRANCE

ოდესის ოლქის გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრება. ,,მე ვიყავი პირველი, რომელმაც გაბედა და პუტინის რეჟიმის წინააღდეგ იარაღი ასწია. სწორედ ამიტომ რუსეთის პრეზიდენტი მოკვლით მემუქრება“ – აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა, მისი ახალი მოადგილის, მარია გაიდარის წარდგენის დროს გააკეთა. მარია გაიდარმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტია და ის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. შედეგად სააკაშვილმა არ დააყოვნა და მას უკრაინის მოქალაქეობასთან ერთად, მისი მოადგილის თანამდებობაც შესთავაზა. ინფორმაციას სააგენტო РИА «Новости» ავრცელებს.