კარპატებში „მემარჯვენე სექტორის“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარებს
18 ივლისს კიევის ცენტრში ,,მემარჯვენე სექტორის“ მხარდამჭერთა მიტინგი დასრულდა, რომლის ორგანიზატორებიც ხელისუფლების წინააღდეგ, 19 ივლისიდან საერთო სახალხო მობილიზაციის გამოცხადებას გეგმავენ. პარალელურად უკრაინის ხელისუფლების ბრძანებით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები კარპატებში ,,მემარჯვენე სექტორის“ მებრძოლების წინააღდეგ, ანტიტერორისტულ სპეცოპარეაციას აწარმოებენ. ადგილობრივი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ძალოვანი უწყების მებრძოლები ცდილობენ ,,მემარჯვენე სექტორის“ შეიარაღებული პირები ალყაში მოაქციონ. კიევის ცენტრში მიტინგი ფაქტობრივად, კარპატებში ალყაში მოქცეული ორგანიზაციის წევრების მიმართ გამართულ, სოლიდარობის აქციად იქცა. გამოძიების მონაცემებით, 11 ივლისს ,,მემარჯვენე სექტორის“ მებრძოლებმა, მუკაჩევოს ერთ-ერთ კაფეში, უმაღლესი რადას დეპუტატის მიხეილ ლანოს გარემოცვის წევრებს და მილიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც მიიმალნენ. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ, სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის და უკანონო ბანდფორმირებების შემქნის ბრალდებით აღძრა.