„მემარჯვენე სექტორმა“ კიევის ცენტრში სამობილიზაციო კარვები გაშალა
,,მემარჯვენე სექტორმა” კიევის ცენტრში სამობილიზაციაო კარვები გაშალა. სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლები, საკუთარი რიგების მოხალისეებით შევსებას იმედოვნებენ. როგორც სააგენტო РИА Новости-იუწყება, რადიკალები პირველ მოხალისეთა რაოდენობას უკვე ითვლიან. კიევში მიმდინარე წლის 11 ივლისიდან ,,მემარჯვენე სექტორის” წარმომადგენლების მიერ საპროტესტო აქციები იმართება, რომელიც უკანასკნელ დღეებში მუკაჩევოში განვითარებულ მოვლენებს ეხება. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი დაშლას არ აპირებენ, ვიდრე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი და ,,ზაკარპატიეს” რეგიონის ადმინისტრაციული ორგანოს პირველი პირები თანამდებობეს არ დატოვებენ.