მექსიკის ციხიდან მსოფლიოს N-1 ნარკობარონი ხოაკინ გუსმანი გაიქცა

ბარო

მექსიკის ხელისუფლებამ, ციხიდან გაქცეული ნარკო ბარონის ხოაკინ გუსმან ელ ჩაპოს (კარატიშკა) გამო პენიტენციალური სისტემის 49 თანამშრომელი დააკავა. როგორც გამოცემა El Nuevo Herald-ი იუწყება დაკავებულთა შორის ციხის დირექტორი ვალენტინ კარდენას ლერმა, გუშაგები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და დაცვის თანამშრომები არიან. მათ ბრალად გახმაურებულ გაქცევაში მონაწილეობის მიღება ედებათ. გამოძიებას სათავეში, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მიგელ ანხელ ოსორიო ჩაუდგა, რომელმაც მომხდარის გამო, მექსიკის პრეზიდენტთან ერთად საფრანგეთში ვიზიტი შეწყვიტა. დაკავებულთა საერთო რაოდენობამ 49 ადამიანი შეადგინა. სამართალდამცავების განცხადებით, ციხიდან გაქცეული ნარკობარონი, არა მხოლოდ ციხის თანამშრომლების დახმარებით სარგებლობდა, არამედ ის მათ ოჯახების განადგურებით ემუქრებოდათ. ეს, მილიარდერი ნარკობარონის, ხოაკინ გუსმანის ციხიდან გაქცევის მეორე ფაქტია. პირველად გუსმანი ამერიკელებს 2001 წელს გაექცათ. შტატების ნარკოტიკების წინააღდეგ ბრძოლის სპეციალურმა სამსახურმა, მაშინ, მის დასაკავებლად ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი გამოყო. ნარკობარონი მეორედ 2014 წელს საკურორტო ქალაქ მასატლანში დააკავეს. ამერიკული მხარე დაჟინებით მოითხოვდა მის გადაცემას , თუმცა მექსიკის ხელისუფლებამ უარი განაცხადა გუსმანის შტატებში ექსტრადირებაზე. ხოაკინ გუსმან ელ ჩაპო ნარკო კარტელ ,,სინალოას” 1990 წლიდან მეთაურობს. ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, გუსმანის მიერ შექმნილი იმპერია, შტატების ტერიტორიაზე მოხვედრილი ნარკოტიკების მესამედს აკონტორლებს. უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე, მექსიკაში ნარკო მაფიის სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას , 37 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.