საფრანგეთის სასამართლომ დომენიკ სტროს-კანი გაამართლა
საფრანგეთის სასამართლომ მსოფლიო სავალუტო ფონდის ყოფილი მეთაური, დომენიკ სტროს-კანი, სუტენიორობის საქემში გაამართლა. იუწყება სააგენტო Reuters-ი. 2012 წლის მარტში, სტროს-კანი სასამართლომ, დამნაშავეთა ჯგუფთან ერთად, ქალაქ ლილში, პარიზსა და ნიუ-იორკში, არალეგალური საღამოების მოწყობაში დაადანაშაულა. მსოფლიო სავალუტო ფონდის ყოფილ თავმჯდომარესთან ერთად საქმეში 12 ადამიანი ფიგურირებდა. გარდა ამ ბრალდებისა, 2012 წლის მაისში ,მის წინააღმდეგ საქმე გაუპატიურების ბრალდებით აღიძრა. ანნ-მარიმ პოლიციას მიმართა, თითქოს მას დომენიკ სრტოს-კანმა, გარკვეულ ჯგუფთან ერთად, ბინძური სექსუალური მომსახურეობა აიძულა.