პუტინი: „რუსეთის გადაპროგრამებას ვერავინ შეძლებს“

ხზწე4

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 2014 წლის, მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების და ჰუმანიტარულ მიღწევებისათვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონიალზე განაცხადა, რომ რუსეთის გადაპროგრამებას ვერავინ  შეძლებს. ,,ჩვენში პატრიოტიზმის იდეალები იმდენად ღრმაა, რომ ვერავინ ვერ შეძლებს მის წაშლას. რუსეთის გადაპროგრამება და სხვა რელსებზე გადასმა ვერავინ ვერ შეძლო და ეს ასე იქნება ყოველთვის. ჩვენი დაცილება წარსულზე ეს უაზრო მცდელობაა და არც ვურჩევ არავის ხელი ასწიონ. ტყუილად ირჯებიან, რუსეთის წარსული დიდება ჩვენი სისხლის და ხორცის ნაწილია. ზუსტად ამ დღეს, 25 წლის წინათ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დეკლარაციის მიღების დროს, ჩაეყარა საფუძველი, ახალი ეროვნული იდეების ხორცშესხმას, რომელიც ძირფესვიანად შეეხო ჩვენი ცხოვრების ყველა დეტალს. რუსეთის ფედერაციამ არჩევანი გააკეთა და ეს არჩევანი შეუვალი და მტკიცეა” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. ინფორმაციას სააგენტო ТАСС-ი ავრცელებს.