რუსეთი „ხალიფატს“ საკუთარ ტერიტორიაზე ებრძვის!

mki

დღეს დილით, დაღესტანში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამსახურის მებრძოლებმა, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, აუხოვსკის დაჯგუფების ლიდერი სულეიმან ზაინალაბიდოვი მოკლეს. „ქალაქ ხასავიურტოსა და ნოვოლაკიმს შორის, რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ძალოვნები ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას ატარებენ. სამძებრო სამუშაოების წარმოების დროს, სამართალდამცავებმა შეიარაღებული პირი შენიშნეს. ორმხირივი სროლის შედეგად, ლიკვიდირებულია ერთ-ერთი საშიში ტერორისტი სულეიმან ზაინალაბიდოვი” – აცხადებს შინაგანი უწყების წარმომადგენელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 27 აპრილს, რუსმა სამართალდამცავებმა, იგივე დაჯგუფების ლიდერის, ხასმაგო მეგა ჩარანოვის ლიკვიდაცია შეძლეს, რომელიც მათივე ინფორმაციით, მჭიდრო კავშირში იყო ტერორისტულ ორგანიზაცია ,,ისლამისტურ სახელმწიფოსთან” და ორგანიზებას უწევდა ჩრდილო-კავკასიიდან ტერორისტების რიგების „ბოევიკებით“ შევსებას. მანამდე 20 აპრილს, რუსულმა სპეცრაზმმა „იმრაათ კავკასის” მეთაური, დოკუ უმაროვის მემკვიდრე, ალიასხაბ კებეკოვი მოკლეს.