ავსტრალიის პრემიერი:,,ისლამისტური სახელმწიფო” (ხალიფატი) ქიმიურ იარაღს გამოიყენებს
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯულია ბიშოპის განცხადებით ,,ისლამისტური სახელმწიფო” (ხალიფატი) ქიმიურ იარაღზე მუშაობს. საკუთარი მოსაზრება მწვანე კონტინენტის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა The Australian-ს გაუზიარა.,,ისინი უკვე იყენებენ ქლორს ერაყის წინააღდეგ. დასავლეთის ქვეყნებიდან მასიურად გაედინება ქიმიური იარაღის წარმოების სპეციალისტები. ქლორის გამოყენება და მეცნიერების დავერბოვკება, ეს მსოლფიო მშვიდობისათვის ერთ-ერთ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მათ მიერ შექმნილი იარაღი პირველად სირიაში და ერაყში იქნება გამოყენებული. ,,ისლამისტური სახელმწიფოს” ლიდერები მსოფიოში დადგენილი წესრიგის შეცვლა ყველანაირი გზით სცდილობენ, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენებით” განაცხადა ბიშოპმა.