დიმიტრი პესკოვი:„პუტინმა შესაძლოა ქვეყნის გარეთ, სამხედრო ძალის გამოყენების უფლებით ისარგებლოს“
რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ქვეყნის საზღვრებს გარეთ სამხედრო ძალის გამოყენების უფლებით ისარგებლოს. ,,ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა ეს უფლება გამოიყენოს, ამის საშუალებას მას ქვეყნის კონსტიტუცია აძლევს და ყველაფერი დამოკიდებული იქნება, ჩვენი ქვეყნის გარშემო განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე. ინფორმაციას სააგენტო ,,რია ნოვოსტი“ ავრცელებს. რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის მეთაურს აუცილებლობის შემთვევაში, უფლება აქვს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ძალა გამოიყენოს