რადას დეპუტატები პროსტიტუციის ლეგალიზებაზე ალაპარაკდნენ

რადა

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი მიხაილ გავრილიუკი კოლეგებს, ქვეყანაში პროსტიტუციის ლეგალიზებისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით ეს აუცილებელი ნაბიჯია, მოსახლეობა ვენერიული დაავადებებისაგან დაიცვან. იუწყება სააგენტო ,,УНН“. ,,ზუსტად ისე, როგორც დასავლეთშია მიღებული, ბორდელებსა და სასტურმოებში დასაქმებული სექს მუშაკები, ინტენსიურად გადიან სამედიცინო შემოწმებას. ეს კი ვენერიული დავადებების გავცრცელებას ხელს უშლის. დაცულია, როგორც ,,მომხმარებელი“ ასევე სხვადასხვა ადგილებში დასაქმებული გოგონებიც. სწორი შეფასებების გაკეთების შემთვევაში ,,აუცილებელია უკრაინამ ევროპულ ქვეყნებს მიბაძოს და პროსტიტუციის ლეგალიზების შემდეგ, თავიდან უამრავ პრობლემასაც ავიცილებთ. შედეგად ფინანსური მოგება ბიუჯეტსაც წაადგება. მე მზად ვარ კანონპროექტს მხარი დავუჭირო“  ხაზგასმით დააფიქსირა საკუთარი პოზიცია რადას დეპუტატმა.