არქეოლოგებმა ძველი მექსიკელი კანიბალების რეცეპტს მიაგნეს
მეცნიერებმა მექსიკელი კანიბალების რეცეპტს მიაგნეს. კერძოდ, ცნობილი გახდა, თუ როგორ აზავებდნენ ისინი მსხვერპლშეწირვის შედეგ, მირთმევამდე ადამიანის ხორცს. ,,ჩვენს მიერ ნაპოვნი ადამიანის ძვლების შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში, მექსიკელი კანიბალები, მსხვერპლშეწირვის რიტუალის შემდეგ, ადამიანის ხორცს, ჯერ თუშავდნენ ხარშავდნენ და შემდეგ ხარშავდნენ . მისართმევად გამზადებულ ხორცს, ძველი მექსიკელები ჩილის პილპილით და სხვა სურნელოვანი ინგრედიენტებით აზავედნენ აცხადებეს ერთ ერთი ესპანელი მეცნიერი. აღნიშნული დასკვნის მიზეზი, მეხიკოსთან ახლოს, ტლატელკომილში ნაპოვნი ადამიანის გვამის ნარჩენები გახდა. მეცნიერების ყურადღება თავის ქალისა და სხეულის ძვლების ყვითელმა და წითელმა ფერებმა მიიქცია. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ძვლების ფერების ცვალებადობა, საკვებისათვის განკუთვნილმა სხვადასხვა ბალახეულმა ინგრედიენტებმა გამოიწვია. ესპანელი და მექსიკელი მეცნიერების კვლევის შედეგები, ჟურნალმა ,,Archaeometry“-მა გამოაქვეყნა.