ბაიკალის მხარეში ქუთაისელი „კანონიერი ქურდის“ გიორგი უგლავას (ტახი) ბანდას ასამართლებენ

5b597aff4a656b7ab3dbb2cd1fb0413f

როგორც ინტერნეტ გვერდი «Прайм Крайм»-ი იუწყება, ბაიკალის მხარის პროკურატურამ, ორგანიზებული დანაშაულის და კრიმინალური დაჯგუფების შექმნის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმის გარშემო სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავა, რომლებსაც პოლიცია აღნიშნული ბანდის ლიდერებად მიიჩნევს. ადგილობრივი შინაგანი უწყების წარმომადგენელის ელენა ალექსეევას განცხადებით: ,,ბანდას , რომელიც ბაიკალის ტერიტორიაზე უკვე 12 წელია მოქმედებს, ქუთაისელი ,,კანონიერი ქურდი“ გიორგი უგლავა, იგივე ,,ტახი“ უდგას სათავეში. გატარებული ოპერატიული სამძებრო, სამუშაოების შედეგად, სამართალდამცავებმა, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი მიმდინარე წლის ზამთარში დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე 210 მუხლითაა აღძრული. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ბაიკალის ტერიტორიაზე მოქმედი კრიმინალური დაჯგუფება, სრულად აკონტროლებდა ჩვენს მხარეში წარმოებულ თითქმის ყველა მსხვილ ბიზნესს. ავტომანქანების გატაცებას, შემდგომ გამოსყიდვის მოტივით, ფულის გამოძალვასა და ბინების ქურდობას. საქმეში მოწმის სტატუსისით დასახელებული პირები ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებენ, რაც გამოძიების პროცესს ართულებს. უკანონოდ მიღებული შემოსავალი ეგრეთწოდებულ ,,ქურდულ ობშიაკში“ ირიცხებოდა. სამართალდამცავებს, რამოდენიმე წელიწადი დასჭირდათ, რომ სრულად მიეღოთ ინფორმაცია, როგორც დაზარალებული პირების შესახებ, ასევე ბანდის წევრების გამოსავლენად“ – აცხადებს ქალბატონი ელენა ალექსეევა. კრიმინალური ბანდის წევრები და მათ შორის დაჯგუფების ლიდერი ,,ტახი“ სამართალდამცავებმა 2015 წლის 1 თებერვალს დააკავეს, რომელსაც ბრალად დიდი ოდენობის თანხის გამოძალვა ედება.