შტაინმაიერი: „ევროკავშირში რუსეთზე ზეწოლის გამკაცრებას აღარავინ ითხოვს“
როგორც სააგენტო РИА «Новости» გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას არ ითხოვს. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით ,,მე უკანასკნელი დღეების მანძილზე არავისგან არ მსმენია, რომ აუცილებელია რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება. თუმცა არსებული ფორმით შეზღუდვებს მხარს ვუჭერთ. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რუსეთის მიმართ შემოღებული ეკონომიკური სანქციების მოხსნა, მხოლოდ და მხოლოდ მინსკის შეთანხმების ყველა პუნქტის რეალიზების შემთხვევაშია შესაძლებელი“ – დასძინა საუბრის ბოლოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველმა დიპლომატმა.