ვიქტორია ნულანდი დღეს უკრაინაში ჩადის

ბეს4

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე  ევროპა-აზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდი, დღეს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა. ნულანდის ვიზიტი კიევში ორ დღეს გასტანს. გავრცელებული ინფორმაციით, ნულანდი უკრაინის ხელისუფლებასთან მინსკის შეთანხმების პირობების შესრულებას განიხილავს. როგორც ვიცით, რამოდენიმე დღის წინ სოჭში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების, ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, მინსკში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების პირობების შესრულებაა. ექსპერტები ნულანდის კიევში სასწრაფო ვიზიტს, სოჭის შეხვედრის შედეგად მოაიაზრებენ. იუწყება «Вести.Ua».