ჯონ მაკკეინმა უკრაინის რეფორმების საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა

bes1

ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, რეფორმების საბჭოს წევრად დანიშვნა უარყო. ინფორმაციას ინტერნეტ საიტი buzzfeed.com ავრცელებს. ,,მინდა ავღნიშნო, რომ შემოთავაზება ნამდვილად მივიღე, თუმცა მე მხოლოდ კონსულტაციების გაწევით შემოვიფარგლები. რაც შეეხება  უკრაინის რეფორმების საბჭოს წევრობის შეთავაზებას არ მინდა ცივი გონებით გამოვეხმაურო, თუმცა გეტყვით, რომ არ დავთანხმდები“ – ხაზგასმით აღნიშნა ჯონ მაკკეინმა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, პეტრო პოროშენკოს მიერ გამოცემული ახალი ბრძანების თანახმად, ქვეყნის რეფორმების საბჭოს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს, საბჭოს წევრებად კი შვედეთის, სლოვაკეთის, ლიტვის ყოფილი პრემიერ მინისტრები და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი მიიწვიეს.