ისრაელის ყოფილი პრემიერი კორუფციის ბრალდებით დამნაშავედ სცნეს
როგორც სააგენტო Agence France-Press-ი იუწყება, ისრაელის სასამართლომ, გამამართლებელი განაჩენის გადახედვის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი პრემიერ მინისტრი ეხმუდ ოლმერტი, კორუფციის ბრალდებით დამნაშავედ სცნო. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ოლმერტს საცხოვრებელი კომპლექსის ,,Holyland“ მშენებლობის საქმეში დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. სასამართლოს მტკიცებით, ოლმერტმა თანხები პროექტის შეცვლის სანაცვლოდ მიიღო. საუბარია 1993-2000 წლის პერიოდზე, რომლის დროსაც ყოფილ პრემიერს, ქალაქ იერუსალიმის მერის და მრეწველობის მინისტრის თანამდებობა ეკავა.