დონბასელმა ამბოხებულებმა დებალცევოსთან ალყა ორმაგად შეკრეს
როგორც სააგენტო РИА «Новости»-სთან ინტერვიუს დროს, ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურმა იგორ პლოტნიცკიმ განაცხადა, ადგილობრივმა ამბოხებულებმა დებალცევოს ალყა ორმაგი სამხედრო ძალით შეკრეს. ,,ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ რამოდენიმე ათასი, უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც საკუთარმა ხელისუფლებამ ბედისანაბარა მიაგდო, ჩვენი მებრძოლების მიერ ორმაგი სამხედრო ძალით ალყაში არიან მოქცეულნი. უკანასკნელი მონაცემებით მათი საცეცხლე წერტილები გარკვევით ჩანს. ვიმედოვნებთ, რომ მათ მახვილგონიერება ეყოფათ და სიტუაციას რეალურად აღიქვამენ. იმისდამიუხედავად , რომ უკრაინელი ჯარისკაცები დროდადრო ტყვედ ბარდებიან, კიევის ხელისუფლების მხარეს მებრძოლი დაქირავებული ბოევიკები ცდილობენ ალყის გარღვევას, თუმცა უშედეგოდ , განაცხადა პლოტნიცკიმ.