მოსკოვში ქუთაისელი ,,კანონიერ ქურდი” გიორგი უგულავა (ტახი) დააკავეს

5b597aff4a656b7ab3dbb2cd1fb0413f

როგორც ინტერნეტ გვერდი «Прайм Крайм»-ი იუწყება, გუშინ ღამით ქალაქ მოსკოვში, ლიუსინოვსკის ქუჩაზე მდებარე ,,სახინკლეში“ მოსკოვის კრიმინლური პოლიციის, ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ,20 პირი დააკავა, რომელთაგანაც ორი პიროვნება, ეგრეთწოდებული ,,კანონიერი ქურდი“ აღმოჩნდა. 53 წლის ქუთაისის მკვიდრი გიორგი უგლავა (იგივე ტახი) და 39 წლის კახაბერ პარპელია, სამართალდამცავებმა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. კანონის დამცავებთან ,,მეგობრული“ გასაუბრების შემდეგ, კახაბერ პარპელიამ პოლიციის სამმართველოს შენობა დატოვა. რაც შეეხება გიროგი უგლავას, მას რუსეთის ფედერაციის პროკურატურა, ბაიკალის რეგიონში ,,ნეფრიტის“ გახმაურებულ საქმეში მონაწილეობას ედავება. შესაბამისად 53 წლის ქუთაისელ ,,ზაკონნიკს“  საქმის გარშემო არსებული გარემოებების შესწავლის მიზნით შორეულ ციმბირში გააგზავნიან. ინტერნეტგვერდის მონაცემებით, პარპელია და უგლავა, იმ დაჯგუფების წევრები არიან, რომლებიც ,,ასლან უსოიანის“ კლანის ჰეგემონიის წინააღდეგ აქტიურად იბრძოდნენ.