ფიდელ კასტრო: „ამერიკელებს არ ვენდობი, მათი ერთი სიტყვისაც არ მჯერა“

33

კუბის რევოლუციის ლიდერმა, ფიდელ კასტრომ, დუმილი დაარღვია და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას შეთავაზებული სამშვიდობო ინიციატივა შეაფასა. როგორც 88 წლის პოლიტიკოსი აცხადებს, ის ამერიკელებს არ ენდობა თუმცა, ეს ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოების მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესს ხელს არ შეუშლის, იუწყება Associated Press-ი. ,,მე შტატებს არ ვენდობი და მისი წარმომადგენლების ერთი სიტყვისაც კი არ მჯერა, თუმცა ეს სამხედრო კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესს ხელს არ შეუშლის. ამერიკის შეერთებულ შტატებთან არსებული ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც ჩვენ, ლათინოამირიკულ ქვეყნებს გვეხება, განხილული მხოლოდ საერთაშორისო ნორმების ყველა წესის დაცვით უნდა განხორციელდეს. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ მსოფლიოს ყველა ერებთან ურთიერთობის პრინციპებს, მათ შორის ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთანაც. ამერიკელებს ვურჩევ ღიად და გახსნილად წარმოადგინონ თუ რა სურთ“ – აცხადებს კასტრო. შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბრის შუა რიცვხებში, ბარაკ ობამამ,  კუბასთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის სურვილი სახალხოდ გამოხატა.