ჰავაის პორტში რუსული სამხედრო ხომალდი შევიდა

ქ

ამერიკა-კუბის მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ჰავაის პორტში რუსული სამხედრო სადაზვერვო ხომლადი «Виктор Леонов»-ი შევიდა. როგორც სააგენტო Agence France-Presse-ი იუწყება, რუსული სამხედრო ხომალდის კუბაში შესაძლო შესვლის შესახებ, ამერიკული მხარე იმფორმირებული არ იყო, თუმცა ამერიკელების განცხადებით, რუსული სამხედრო, სადაზვერვო ხომალდის ჰავაის პორტში გამოჩენა, აბსოლუტურად კანონიერ ფარგლებში მოხდა. ,,აქ რაიმე უპრეცედენტოსთან, არაჩვეულებრივთან და რომ არ მომხდარა არასდროს ისეთ ინციდენტთან საქმე არ გვაქვს. რუსული სამხედრო ხომალდი ჰავაის ნაპირებთან კანონიერად იმყოფება და რაიმე საგანგაშოს აქ ვერ ვხედავთ“ – განუცხადა სააგენტოს ჟურნალისტს, ამერიკის თავდაცვის უწყების პრეს-სამასახურმა. როგორც ცნობილია ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, კუბასთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა.