ბელგიაში ლიკვიდირებული ტერორისტები მითითებებს სირიიდან იღებდნენ
ბელგიაში წარმოებული სპეცოპრეაციის დროს ლიკვიდირებული ტერორისტები ინსტრუქციებს, ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამისტური სახელმწიფოსგან“ იღებდნენ. აცხადებენ ქვეყნის ძალოვან უწყებაში. ,,ტერორისტული დაჯგუფების რამოდენიმე წევრი, რომელთაც ევროპის ტეროტორიის კონტროლი დაევალათ, სირიაში ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ ლიდერებს შეხვდნენ და საბოლოო მითითებები მათგან მიიღეს. ამით ისინი კოალიციური ძალების მიერ ორგანიზებული ავიადარტყმების შეჩერებას ცდილობენ. ჩვენს მიერ წარმოებული სპეცოპერაციის მთავარ მიზანს, ტერორისტული ქსელის გამოვლენა წარმოადგენდა. როგორც გაირკვა ბელგიაში საკმაოდ ძლიერი დაჯგუფებაა მობილიზებული“ – ნათქვამია ძალოვნების მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში. 2014 წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა სასამართლომ, ტერორისტული ორგანიზაციების ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ და ,,ჯეფხად ან-ნუსრა“-ს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანიბა აუკრძალა და ისინი ტერორისტულ ორგანიზაციებად სცნო.