პაკისტანელი მასწავლებლები სკოლებში ავტომატით ივლიან
პაკისტანის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში, მამაკაც მასწავლებლებს ნება დართეს გაკვეთილებზე იარაღით მივიდნენ. აღნიშნული ზომების გატარება, პაკისტანის ხელისუფლებამ, ქალაქ პეშევარაში სამხედრო სასწავლებელზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მიიღო, რომლის შედეგადაც 150 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი ,,GEO TV“ ავრცელებს. პაკისტანელი სამართალდამცავების განცხადებით, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში, რომლის დედაქალაქადაც პეშავარა ითლება, მამრობითი სქესის მასწავლებლებს, რეგისტრირებული იარაღით საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისვლის უფლება მიენიჭათ, რადგან მათი თქმით, ისინი რეგიონში მდებარე 30 000 საგანმანათლებლო ობიექტების დაცვის უზრუნველყოფას მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ შეძლებენ. 2014წლის 16 დეკემბერს, შეიარაღებულმა პირებმა, პეშავარაში მდებარე სამხედრო სასწავლებელზე თავდასხმის დროს 150 კურსანტი მოკლეს. სამხედროებმა ტერორისტების ლიკვიდაცია მოახერხეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა , ისლამისტურმა ორგანიზაციამ ,,ტეხრიკ-ე თალიბან პაკისტანმა“ აიღო.