გაერო დონეცკთან ახლოს ავტობუსის აფეთქებას გმობს

ger

გაერთიენებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო, დონეცკის ოლქის, სოფელ ვოლნოვახთან ავტობუსის აფეთქების ფაქტს გმობს და მომხდარის გამო დაპირისპირებულ მხარეებს გამოძიების დროულად და სწორად ჩატარებისაკენ მოუწოდებს. იუწყება სააგენტო РИА Новости. პრესისათვის გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ გამოძიების ჩატარების შემდეგ დამნაშაავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ. მომხდარი ტრაგედიის გამოძიებას, ეუთოს მისიის წარმომადგენლებს რუსული მხარეც მოუწოდებს. ქვეყნის საგარეო უწყების, ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი კონსტანტინე დოლგოვი, მომხდარი ტრაგედიის სრულ პასუხისმგებლობას კიევის ხელისუფლებას აკისრებს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, რათქმაუნდა საპირისპიროს ამტკიცებს და დონეცკტან ახლოს სამგზავრო ავტობუსის აფეთქებას, ადგილობრივ ამბოხებულებს აბრალებს. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. ტრაგედიის ფონზე საერთო სახალხო მობილიზაციის გამოცხადებას გეგმავს. დილით 13 იანვარს, დონეცკის ოლქის ვოლნოვახში, სამგზავრო ავტობუსის აფეთქებას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინის არმიის წარმომადგენლები მომხდარში ამბოხებულებს ადანაშაულებენ. თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა კი, ტრაგედიას კიევის მიერ ორგანიზებულ, მორიგ პროვოკაციად აფასებს.