შტატები აღიარებს რომ ევროპული ანტისარაკეტო სისტემა რუსეთის წინააღმდეგ მოიმართება.

rodzhers_majkl_reg-big

ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობითი  პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ როჯერსმა აღიარა, რომ ანტისარაკეტო სისტემები, რომლებიც რუმინეთში ნატოს ბაზაზე უნდა განთავსდეს რუსეთის ფედერაციის წინააღდეგ იქნება მიმართული. აღნიშნული განცხცადება  ,,სერ“ როჯერსმა რუმინული ტელეკომპანია ,,Realitatea,, პირდაპირ ეთერში გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე გამოიყენებს თუ არა ანტისარაკეტო ფარს, ნატო რუსეთის წინააღდეგ? ამერიკელმა კონგრესმენმა პირდაპირ უპასუხა ,,დიახ!  აუცილებლად და ეს იქნება რუსეთის აგრესისს შემაჩერებელი ძალა. ნატო საკუთარი აღმოსავლური ფრთის გაძლიერებით არის დაინტერესებული და პირველ რიგში ბულგარეთის და რუმინეთის ცა იქნება დაცული“ – როჯერსის განცხადებას უმალვე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კონგრესმენის აღიარებას ამერიკული მილიტარიზმის ოცნება უწოდა. ,,ჩვენ უკეთესს არც ველოდით და დღემდე ვამტკიცებდით, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ფედერაციის წინააღდეგ იყო მიმართული. მადლობა როჯერსს გულახდილი აღიარებისათვის. მინდა მას შევახსენო, მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევისათვის, ნებისმიერი გადაწყვეტილების ფასად. ცოტა ფრთხილად, აღმოსავლეთ ევროპის ფარის აგების დროს საკუთარი ცის ,,ხვრელები“ არ დაგრჩეთ დაუფარავი“.