ტანსაცმლის უმსხვილესმა მწარმოებლებმა რუსეთში გაყიდვები შეაჩერეს

8

ტანსაცლმის, ფეხსაცმლის და სხვადასხვა  აქსესუარების უმსხვილესმა მწარმოებლებმა, რუსეთის ფედერაციაში განთავსებული სავაჭრო ქსელების მომარაგება დროებით შეაჩერეს. როგორც «Ведомости»  წერს, სავაჭრო ურთიერთობები ბაზრის ლიდერმა ესპანურმა კონცერნმა ,,Inditex“-მა შეაჩერა, რომელიც ,,Zara, Oysho и Bershka“ ფირმების ექსლუზივებს ფლობს. რუსულ ბაზარს ზურგი ასევე ,,Calvin Klein,  Armani Jeans,  Michael Kors и TopShop“ მფლობელმა ,,BNS Group“-მაც შეაქცია. როგორც  ,,BNS Group“-ის გენ დირექტორი დენის ბოგატირიოვი აცხადებს  „კომპანიამ პაუზა მიმდინარე წლის ბოლომდე და დამდეგი წლის პირველი კვირის დადგომამდე აიღო. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან რუსეთის ფედერაციაში რუბლის გაუფასურების გამო, ფასები არასტაბილურად მერყეობს. დაველოდებით საბანკო სექტორის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და იმ შემთხვევაში თუ, ქვეყანაში სავალუტო ბაზარი დარეგულირდება საქმიანობა განვაახლებთ“ – აღნიშნა ბოგატირიოვმა.