ჰონკონგში პოლიცია ბარიკადების დემონტაჟს ახორციელებს
ჰონკონგის ცენტრში ბარიკადების ლიკვიდაციის ოპერცია დაიწყო. ხუთშაბათს ,11 დეკემბერს სასამართლოს მანდატურები, ქვეყნის პოლიციის დახმარებით ქალაქის ცენტრს, მომიტინგეების მიერ აღმართული ბარიკადებისაგან საერთოდ გაასუფთავებენ. იუწყება სააგენტო ,,Reuters“-ი. სტუდენტური პროტესტის მონაწილეები საკუთარი აზრის დაფიქსირებას ისევ განაგრძობენ, თუმცა აქციის ორგანიზატორების გნაცხადებით, ისინი მზად არიან სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილონ და ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ქალაქის ცენტრის გაწმენდის საშუალება მისცენ. იმ შემთხვევაში თუ, პროტესტანტები ქუჩის დაბინძურებას და ქალაქის მოსახლეობის სიმყუდროვის დარღვევას გააგრძელებენ, მათ დააპატიმრებენ. ორი კვირის წინ, ჰონკონგის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მონგკოკის რაიონში მომიტინგეების მიერ განთავსებული ბარიკადების დემონტაჟი პოლიციამ სრულად განახორციელა. მესამე მსხვილი საპროტესტო ბანაკი კოზუეი-ბეის სავაჭრო ცენტრთანაა აგებული, სადაც ამჟამად მომიტინგეების რიცხვი 50 კაცს არ აღემატება. ჰონკონგში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები 26 სექტემბერს დაიწყო. ქუჩაში გამოსული სტუდენტობა და სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლები, მათთვის ადგილობრივი ხელისუფლების დამოუკიდებლად არჩევის უფლების მინიჭებას ითხოვდნენ. ოფიციალური პეკინი რეფორმის გატარებას სტუდენტახალგაზრდობას 2017 წლისთვის პირდებათ.