ბალტიის თავზე რუსული ბომბდამშენები ისევ გამოჩდნენ
ბალტიის თავზე, ნატოს ჯარების კუთვნილმა თვითმფრინავებმა, რუსული ავაიაგამანდგურებლები, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ, საკუთარი ქვეყნის საზღვრებამდე მშვიდად მიაცილეს. ოთხი ერთეული სტრატეგიული ავაიაგანადგურებელი Ту-95-ტი და ორი ერთეული ზებგერითი ბომბდამშენი Ту-22М-ი, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში გამოჩენისთანავე, პორტუგალიის კუთვნილმა F-16-მა შეამჩნიეს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესმდივანზე ოან ლუნგენსკუზე დაყრდნობით, ინფორმაციას ,,Delfi” ავრცელებს. ლუნგესკუს თქმით ,,იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვითი სისტემა ფხიზლად აკონტროლებს სიტუაციას და ბალტიის თავზე რუსული ავიაგამანადგურებლების დაფიქსირება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ეს სულაც არ გვაძლევს მშვიდად ყოფნის უფლებას. რუსული ავიაცია გააქტიურების უმაღლეს ნიშნულს აჩვენებს. 7 დეკემბერს ნატოს ავიაციამ, აღნიშნულ პერიმეტრზე , შვიდი ერთეული რუსული ავიაგამანადგურებელი დააფიქსირა. ეს ძალიან სახიფათო თამაშია და მომავალში, რეგიონში დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, პროცესებში საერთაშორისო სტანდარტების ჩართვა“ – აცხდებს ქალბატონი ლუნგესკუ. დასავლური დაზვერვის მონაცემებით, რუსული ავიაგამანდგურებლების დაფიქსირება უმეტეს წილად, ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვის თავზე მოდის.