რამზან კადიროვი: „გროზნოში ტერორისტების გადმოყვანა დოკუ უმაროვის ძმამ განახორციელა“

kadirovi1_1

ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადებით, გროზნოში შეიარაღებული ბანდიტების ჩამოყვანის ორგანიზება, მოკლული დოკუ უმაროვის ძმამ განახორციელა. ,,ტერორისტული მანევრი რესპუბლიკის დედაქალაქში, მოკლული დოკუ უმაროვის ძმამ ახმადმა განახორციელა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მაგ არამზადა მკვლელს სულ მალე სასამართლოს გადავცემთ, რომლის გამოც უამრავი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. აღნიშნული ქმედებით ტერორისტები ცდილობენ დაფინანსების მოპოვებას. ვპირდები ყველას, ჩეჩნეთის რესპუბლიკა ტერორისტების ბუდე ვეღარასოდეს გახდება და ვინც კი შეეცდება კავკასიის რეგიონში ისევ შავი ბოლი გაუშვას, მათ მიმართ განსაკუთრებულად დაუნდობლები ვიქნებით“- კადიროვის სიტყვების ციტირებას სააგენტო РИА «Новости» აკეთებს. გავრცელებული ინფორმაციით გროზნოში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს 11 ბოევიკის ლიკვიდაცია მოხერხდა. სისხლიანი შეტაკების შედეგად დაიღუპა 10-თი პოლიციის თანამშრომელი, ერთი სამოქალაქო პირი და 28 პიროვნებამ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.