ესპანეთში ციხიდან ტერორისტი გამოვიდა რომელსაც 3 000 წელი ჰქონდა მისჯილი

გ4

ესპანეთის სასამართლომ ციხიდან, ბასკური სეპარატისტული დაჯგუფების ,,ETA“-ს ყოფილი ლიდერი სანტიაგო აროსპიდე სარასოლა გაათავისუფლა, რომელსაც სასჯელად, სამი ათასი წელი ჰქონდა მისჯილი. იუწყება ,,El Pais“-ი. ესპანეთი ნაციონალურმა სასამართლო პალატამ, სარასოლას ციხიდან გაშვების გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი ნორმების საფუძველზე განახორციელა. ქვეყნის პარლამენტმა აღნიშნული ნორმა 2014 წელს დაამტკიცა. სარასოლა, რომელსაც სეპარატისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები ,,სანტი პატროსის“ ზედმეტი სახელით იცნობენ, 1986 წელს მადრიდში განხორციელებული ტერორისტული აქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ, რომლის დროსაც ქვეყნის ეროვნული გვარდიის 12 მოსამსახურე დაიღუპა. მის ხელწერას უკავშირებენ ბარსელონაში 1987 წლის გახმაურებულ აფათქებას. კატალონიაში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა 22 ადამიანი იმსხვერპლა. სარასოლამ 10 წლიანი სასჯელი საფრანგეთში მოიხადა. 2000 წელს კი ცნობილი ტერორისტი ,,სამშობლოში“ გამოაგზავნეს, სადაც მას ადგილობრივმა სასამართლომ 3 000 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სანტიაგო აროსპიდე სარასოლასთან ერთად ციხე, ETA-ს კიდევ ერთმა მებრძოლმა, ალბერტო პლასაოლამ დატოვა, რომელსაც ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, ტერორისტული აქტის, ორი გატაცების და მკვლელობის ბრალდებით 47 წელი ჰქონდა მისჯილი. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, უახლოეს მომავალში ციხის კედლებს კიდევ ორი ცნობილი ტერორისტი ფრანცისკო მუხიკი გარმენდია და რაფაელ კარიდე დატოვებენ. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის სასამართლოს ასრებობის ისტორიის მანძილზე ეს პირველი შემთვევა არაა, როდესაც კანონის დამცავებს, ციხიდან განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების გაშვება მოუწიათ. 2013 წელს თავისუფლებაზე 55 წლის ქალი, ასევე ბასკური ექსტრემისტული დაჯუფების (ETA) წევრი, ინეს დელ რიო პრადა გამოვიდა. ქალბატონ ინესს 3838 წლით ჰქონდა პატიმრობა მისჯილი.