პოროშენკო დონბასში მებრძოლ უცხოელებს უკრაინის მოქალაქეობას მიანიჭებს
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო,უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე ,,ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაში”, დონბასის რეგიონის, ფედერალიზაციის მოთხოვნით ამბოხებული მოსახლეობის წინააღდეგ საომარ მოქმედებებში ღებულობენ მონაწილეობას, უკრაინის მოქალაქეობას მიანიჭებს. მისი თქმით მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მას უკვე უამრავმა ადამიანმა მიმართა .სააგენტო ,,УНН“-ი ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. თუ როდის გამოქვეყნდება შესაბამისი ბრძანებულება და რამდენ პიროვნებას ექნება საშუალება უკრაინის მოქალაქეობით ისარგებლოს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გაირკვა, რომ ინიციატივა რადიკალური პარტიის ლიდერს ოლეგ ლიაშკოს ეკუთვნის.