ებოლას დასამარცხებლად ობამა კონგრესს 6,180 მილიარდ დოლარს სთხოვს

pic_93fca08b06b4f5e7fc8aa4bfb2856ea5

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამშაბათს, 2 დეკემბერს, ქვეყნის კონგრესს მოუწოდა, ებოლას ვირუსის წინააღდეგ საბრძოლველად 6,180 მილიარდი აშშ დოლარი გამოყოს. მისი თქმით ,,უკანასკნელ პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გადაგდმულმა ნაბიჯებმა, ებოლას მომაკვდინებელი ვირუსი კუთხეში მიიმწყვდია, თუმცა ეს წარმატება ერთ ადგილზე არ უნდა მუხრუჭებდეს. ,,ხანძრის“ კერა დროულადაა მოსასპობი, თორემ ახალი ცეცხლი გაღვივდება. ეპიდემია ადამიანთა მოდგმას უტევს და ჩვენ გულზე ხელდაკრეფილები ვერ ვისხდებით. ასე, რომ საჭიროა დროული მკაცრი ზომების მიღება“ – განაცხადა ობამამ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით, დღემდე ებოლას ვირუსმა 7000-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 16756 პირი კი ვირუსის მატარებლად ითვლება. გარდაცვლილთა უმრავლესობა გვინეის, ლიბერიის და სიერა-ლეონეს მოსახლეობაზე მოდის. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.