იაპონიის პრემიერი: „მე რუსეთისგან კურილიის სადაო კუნძულებს დავიბრუნებ“
იაპონიის პრემიერ მინისტრი სინძო აბე აცხადებს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს საკუთარი პრემიერობის ვადის ამოწურვამდე ის რუსეთის ფედერაციასთან სადაო კუნძულების თაობაზე სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერს. ,,მე მოვაგვარებ ამ პრობლემას და ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთ ტერიტორიების საკითხს საბოლოოდ გადავწყვეტ. ეს ჩემთვის ღირსების საკითხს წარმოადგენს და რადაც არ უნდა დამიჯდეს რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო ხელშეკრულებას გავაფორმებ“ – განაცხადა იაპონიის პრემიერმა, ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ნემუროს მერთან შეხვედრის დროს. ინფორმაციას სააგენტო РИА Новости ავრცელებს. ნემუროს მერმა ქვეყნის პრემიერის მისამართით კომპლიმენტები არ დაიზარა და ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე ამაყად განაცხადა ,,ბატონ სინძოს აქვს ისტორიული შეთანხმების მიღწევის შანსი, ის ხომ ვლადიმერ პუტინს შვიდჯერ შეხვდა. მე დიდი სურვილი მაქვს, რომ პრემიერ მინისტრმა ეს პრობლემა საკუთარი უფლებამოსილების, ვადის ამოწურვამდე მოაგვაროს“. 2014 წლის მაისის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა იაპონიასთან სადაო კუნძულების ირგვლივ სამშვიდობო მოლაპარაკებები აწარმოოს ,,რუსეთი და იაპონიაა მზადაა ორმხრივი მოლაპარაკებები აწარმოონ და აღნიშნულის ირგვლივ კონსტრუქციული დიალოგი გააგრძელონ. არცერთი მხარის ინტერესი არ უნდა დაზარალდეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ჩემთვის პრობლემა , როგორ მოვაგვაროთ. დიალოგით კი ბატონო ვისაუბროთ რამდენიც გნებავთ“ – ირონიულად აღნიშნა პუტინმა. 1855 წლის შეთანხმების მიხედვით, იაპონიას ხაბომანის არქიპელაგი და კურილიის სამი კუნძული იტურუპი, კუნაშირი და შიკოტანი ერგო, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შედეგებით, სამივე კუნძული რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დარჩა. აღნიშნული კუნძულების სტატუსი ყირიმის 1945 წლის 11 თებერვლის შეთანხმებით განისაზღვრა, რომელიც პოტსდამის 1945 წლის ივლისის დეკლარაციით გამყარდა და საბოლოოდ სანფრანცისკოს 8 სექტემბრის 1951 წლის-გაეროს 107-ე სამშვიდობო მუხლით, კუნძულის ამჟამინდელი სტატუსი გამყარდა . ასე რომ იაპონიის პრემიერს, წინ იოლი გასეირნება არ ელის.