მორიგი „რუსული დახმარება“ უკრაინის ტერიტორიაზეა

2

რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილი, დონბასის მოსახლეობისათვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული პირველი 60 ერთეული სატვირთო მანქანა უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება და გეზი დონეცკის მიმართულებით აიღო. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელზე ოლეგ ვორონოვზე დაყრდნობით სააგენტო РИА «Новости» ავრცელებს. .,,სასაზღვრო პუნქტზე ,, Матвеев Курган“ დასრულდა ჰუმანიტარული ტვირთის გაფორმების პროცედურა და პირველი სამოცი ერთეული სატვირთო ავტომობილი უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა.“ – აცხადებს ვორონოვი. აღსაღნიშნავია, რომ აღნიშნული აქცია ინტენსიურ ხასიათს იღებს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, უკვე რამოდენიმეჯერ განხორციელდა დონბასის მოსახლეობისათვის განკუთვნილი ჰუმანიტარული აქცია, რომელიც ასეულობით სატვირთო ავტომობილს ითვლის.