გერმანიამ უკრაინულ მხარეს სამხედრო დახმარებაზე უარი განუცხადა

ფფე

გერმანიის ხელისუფლებამ უკრაინას სამხედრო დახმარებაზე უარი განუცხადა. ,,უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში წარმოქმნილი კონფლიქტის ირგვლივ, გერმანული სამხედრო დახმარება არც განიხილება და დღის წესრიგიდან აღნიშნული კითხვა საერთოდ მოხსნილია“ – აცხადებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი კრისტიანე ვირცი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა გერმანულ მხარეს, ტექნიკური სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების დაჩქარებისაკენ მოუწოდა. ,,საუბარია მხოლოდ დიზელის ძრავებზე და არა რაიმე ტიპის სამხედრო ინვენტარზე, უკრაინული მხარის თხოვნა აღნიშნულთან დაკავშირებით განხილვის სტადიაშია და გადაწყვეტილებას სულ მალე ვამცნობთ საერთაშორისო თანამეგობრობას. გერმანია მაქსიმუმს გაიღებს უკრაინაში კრიზისის მოგვარების მიზნით, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ რაიმე ტიპის სამხედრო დახმარებაზე უარს ვაცხადებთ“ – აღნიშნა ვირცმა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.