ნატო მზადაა უკრაინაში ჩასატარებელი რეფერენდუმის ნებისმიერი შედეგი აღიაროს
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი, უკრაინაში ჩასატარებელი რეფერენდუმი ს(გსურთ თუ არა ალიანსში გაწევრიანება) ნებისმიერ შედეგს აღიარებს. აღნიშნული განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა «Эху Москвы» ეთერში გააკეთა. ,,იმ შემთხვევაში თუ, მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაწყვეტს ქვეყანამ პოლიტიკური ორიენტაცია არ შეიცვალოს მაშინ კითხვა ავტომატურად მოიხსნება, მაგრამ თუ მოსახლეობის უმრავლესობა ნატოსთან მიერთების სურვილს დააფიქსირებს, ესეიგი კითხვა აქტუალური გახდება და დიდი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს, როგორც ჩვენ ასევე ქვეყნის ახალ ხელისუფლებას. საბოლოო სიტყვა უკრაინელ ხალხზეა და ჩვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ“ – განაცხადა სტოლტენბერგმა. როგორც მან აღნიშნა, ის აფასებს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას, ქვეყანამ ალიანსთან მიმართებაში ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნოს, თუმცა თუ ეს გადაწყვეტილება რეფერენდუმის გზით შეიცვლება მას აღნიშნული გადაწყვეტილების დაფასებაც მოუწევს. ხუთშაბათს ქვეყნის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, ნატოსთან მიერთების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. მისი განცხადებით უკრაინა გააათმაგებს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობას და ძირითად გადაწყვეტილებას საერთო სახალხო რეფერენდუმზე ხალხი მიიღებს.