ვლადიმერ პუტინი: ,,G20 ლიდერები მიიჩნევენ, რომ სანქციები ყველა მხარეს აზარალებს“

rr

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე, დიდი ოცეულის (G20) სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერების შეხვედრის შედეგების ანალიზი გააკეთა. ,,მრავალმხრივი შეხვედრების მსვლელობის დროს, ჩვენ ვისაუბრეთ სანქციებზე და შედეგებზე, რომელსაც უაზროდ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა მოიტანს. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური სანქციები ყველა მხარეს აზარალებს, აქ მხოლოდ რუსეთზე არაა საუბარი, არის პროექტები, რომელსაც მხარეები წლების მანძილზე ვახორციელებდით. ეკონომიკური პროექტების იძულებითი შეჩერება კი ცუდად აისახება ნებისმიერი ქვეყნის ბიუჯეტზე და რაც მთავარია მოსახლეობის სოციალური დონის ამაღლებაზე“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ინფორმაციას РИА «Новости» ავრცელებს.