უკრაინულმა არმიამ გასულ ღამეს შვიდი მებრძოლი დაკარგა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით ,,ანტიტერორისტული სპეცოპერაციის“ ზონაში გასული დღე ღამის განმავლობაში 7 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 10 პირი კი მძიმედ დაიჭრა. განცხადებას ანტიტერორისტული ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს. ,,სამწუხაროდ სასიკვდილო ცეცხლმა ჩვენი შვიდი მებრძოლის სიცოცხლე იმსხვერპლა. ათი პირი კი მძიმედაა დაჭრილი და სხეულის სხვადასხვა დაზიანებით სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი“ – ნათქვამია განცხადებაში.