სერგეი ლავროვი: „რუსეთი უკრაინაში ნაციონალური დიალოგის დაწყების მოლოდინშია“

Sergey-Lavrov-Nagornyy-Karabakh-ne-imeet-otnosheniya-k-vstupleniyu-Armenii-v-TS

რუსეთი,  უკრაინაში ეროვნული დიალოგის დაწყების მოლოდინშია. აღნიშნული განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ,გაზეთ ,,Известия“-თან ინტერვიუს დროს გააკეთა. ,,ჩვენ არაერთგზის გვითქვამს და კიდე ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ პატივისცემა გამოვხატეთ, ლუგანსკსა და დონეცკში გამართული რეფერენდუმის მიმართ და კიევს ათასგზის მოვუწოდეთ, რომ პატივი სცენ საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს და მათთან სასაუბროდ იარაღის ნაცვლად მოლაპარაკებების მაგიდა ამჯობინონ. სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების დროს, მათ შორის საერთაშორისო დონეზე, ბევრჯერ დავაფიქსირე, კიევი ვალდებულია ქვეყნის რეგიონის მოსახლეობას საკუთარ ენაზე ესაუბროს და ხალხთან მისასვლელი გზები ეძებოს. უკრაინის კრიზისის მოგვარება, მხოლოდ ნაციონალური დიალოგის საშუალებითაა შესაძლებელი, რომელშიც მონაწილეობას, უკრაინის ყველა რეგიონის წარმომადგენელი და პოლიტიკური პარტია მიიღებს. სამწუხაროდ კიევმა ეს არ გააკეთა და ფედერალიზაციის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ მოსხლეობას იაღარი დაუმიზნა. სწორედ აქ ჩატყდა ხიდი, რომლის აღდეგნაც კიდევ არის შესაძლებელი. მხოლოდ დიალოგი და ნაციონალური ინეტრესების გათვალისწინება იქნება, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა. რეგიონის მილიონობით მოქალაქე მშვიდობის მოლოდინშია“ – აცხადებს ლავროვი.