ის, რაც აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვერ მოხვდა

ელისო კილაძე

„ქრონიკა+“-ის წინა ნომერში აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნის ფრაგმენტები გავასაჯაროვეთ, რომელიც სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ეხებოდა.

დასკვნა გამოსაძიებლად პროკურატურაში გადაიგზავნა. გამოძიების დეტალები არ ვიცით, მაგრამ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და წევრებმა თანამდებობები დატოვეს და კერძო ბიზნესში გადაინაცვლეს, თუმცა სისტემაში დაუმთავრებელი პროექტები დატოვეს.

„ქრონიკა+“ ექსკლუზიურად გთავაზობთ დარღვევების იმ ნუსხას, რომელიც აუდიტის დასკვნაში ვერ მოხვდა.

1. წინაღობები პროექტების განხორციელების პროცესში

სს სსე ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს გადამცემი ქსელის განვითარების პროცესში და ახორციელებს მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებს.

პროექტების განხორცილება რამდენიმე ეტაპადაა დაყოფილი:

1. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მომზადება და პირველი ეტაპის მშენებლობის ნებართვის მოპოვება სავარაუდო კორიდორის ფარგლებში;

2. მშენებელი კომპანიის შერჩევა, რომლის ვალდებულებაა დეტალური პროექტის მომზადება და მშენებლობა;

3. მშენებლის მიერ მომზადებული დეტალური პროექტის საფუძველზე განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება და განხორციელება, რომელიც, ფაქტობრივად, სამშენებლო სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს.

პროექტების განხორციელებისას კომპანია არაერთ წინააღმდეგობას აწყდება, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია პროექტის ზემოქმედების ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე შესაბამისი უფლების მოპოვებისა და მშენებელი კომპანიებისთვის სამუშაო ველის დროული გადაცემის პროცესი, რაც სსე-ს მიერ პროექტების განხორციელების დღემდე არსებულ პრაქტიკაში არასოდეს შესრულებულა განსახლების პროცედურებისათვის გამოყოფილი არარელევანტური დროის გამო, რაც ქმნის დონორი ორგანიზაციების არანებაყოფლობითი განსახლების პოლიტიკის დარღვევის საფუძველს და კომპენსაცია გაიცემა მშენებლობის პარალელურად. ეს პროცესი ზემოქმედების არეალში მცხოვრები მესაკუთრეების გაღიზიანებას იწვევს და ცალკეულ შემთხვევებში სპეკულაციის საგანიც ხდება.

წარმოგიდგენთ ფაქტებს, რომლებითაც ნაჩვენებია ფინანსური ზარალი, რომელიც კომპანიას ადგება არასწორად დაგეგმილი პროექტებისა თუ მისი განხორციელების ეტაპზე დაგვიანებით ან არასწორად ჩატარებული სამუშაოების შედეგად.

1. ახალციხე-ბათუმი;

პროექტი მოცავდა სამ ეტაპს: ახალციხე-ადიგენი, ხულო-შუახევი, ქედა-ხელვაჩაური.

სამივე ეტაპის ღირებულება იყო 33 507 936 აშშ დოლარი.

ჯარიმებისა და მოცდენის ხარჯებმა შეადგინა 2 600 000 აშშ დოლარი და 1 800 000 ლარი:

ა) ახალციხე-ადიგენის პროექტი დაიწყო 2017 წლის ივნისში. უნდა დასრულებულიყო 2018 წლის მაისში, მაგრამ დასრულდა იმავე წლის ივნისში.

მიწის ნაკვეთების საერთო რაოდენობა შეადგენდა 772-ს, მაგრამ დარჩენილია კიდევ 67 ნაკვეთი.

ბ) ხულო-შუახევის პროექტი უნდა დაწყებულიყო 2021 წლის ივნისში და დასრულდეს 2023 წლის ივნისში, მაგრამ ჯერ არ დაწყებულა. მიწის ნაკვეთების საერთო რაოდენობაა 507, თუმცა დარჩენილია 175.

გ) ქედა-ხელვაჩაურის პროექტი დაიწყო 2016 წლის მაისში. უნდა დასრულებულიყო 2017 წლის ოქტომბერში, მაგრამ დასრულდა 2019 წლის ოქტომბერში. 1002 ნაკვეთიდან დარჩენილია 43.

2. ჯვარი-ხორგას პროექტის ღირებულება დაწყების დროს შეადგენდა 13 035 533 ევროს, მოდიფიცირებისას თანხამ შეადგინა 15 814 239 ევრო.

ზედამხედველი კომპანიის მომსახურების ხარჯი პროექტის დაწყებისას იყო 1 595 025 ევრო, ხოლო მოდიფიცირებისას – 3 273 001 ევრო.

ჯარიმებისა და მოცდენის ხარჯებმა შეადგინა 8 607 824 ლარი (ამას დამატებული – ჩამოწერილი 240 000 ლარი). პროექტი დაიწყო 2014 წლის აპრილში, უნდა დასრულებულიყო 2018 წლის მაისში, თუმცა დღესაც მიმდინარე სტატუსი აქვს. ნაკვეთების რაოდენობა შეადგენდა 779-ს, ხოლო დარჩენილია 221.

3. ქსანი-სტეფანწმინდის პროექტის ღირებულება დაწყების დროს შეადგენდა 21 565 242 ევროს, მოდიფიცირებისას – 24 875 000 ევროს.

ზედამხედველი კომპანიის მომსახურების ხარჯი პროექტის დაწყებისას იყო 1 635 000 ევრო, ხოლო მოდიფიცირებისას – 3 066 990 ევრო.

ჯარიმებისა და მოცდენის ხარჯებმა შეადგინა 13 412 681 ლარი (ამას დამატებული – ჩამოწერილი 1 100 000 ლარი). პროექტი დაიწყო 2015 წლის ივნისში, უნდა დასრულებულიყო 2019 წლის იანვარში, თუმცა დასრულდა 2019 წლის დეკემბერში. ნაკვეთების რაოდენობა შეადგენდა 1200-ს, ხოლო დარჩენილია 215.

მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ პროექტების დაგეგმვისას განსახლების პროცედურებისათვის განსაზღვრული პერიოდი არ არის საკმარისი, რაც დასტურდება იმ საერთაშორისო პროექტების განვითარების დინამიკით, რომლებსაც სსე ახორციელებს.

ახალციხე-ბათუმის, ჯვარი-ხორგასა და ქსანი-სტეფანწმინდის პროექტების განხორციელება სსე-მ 2016-2017 წლებში დაიწყო. განსახლებისათვის გამოყოფილი იყო მხოლოდ 6-12 თვე. ამის შედეგია, რომ ამ პროცესის დაწყებიდან 5-6 წელია გასული, თუმცა ჯერ არ არის დასრულებული.

შესაბამისად, მხოლოდ ახალციხე-ბათუმის ხაზზე, იმის გამო, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა სამშენებლო მოედნის გადაცემა კონტრაქტორისათვის, დავების განხილვის საბჭომ სსე-ს დააკისრა დაახლოებით 10 მილიონი ლარის გადახდა, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელი იქნებოდა პროექტის სწორად დაგეგმვის პირობებში.

ამავე დროს, ავტომატურად იზრდება მშენებლობისა და მისი ზედამხედველი ინჟინრის სამუშაო დრო, რაც ზრდის მათი ანაზღაურებისათვის საჭირო საკონტრაქტო თანხებს.

ასევე, ამავე პროექტზე, სანებართვო პირობების დარღვევის გამო (კერძო მიწებზე საკუთრების უფლების მოპოვების პრობლემა) დავის საგნად არის ქცეული დაკისრებული 100 000-ლარიანი საჯარიმო სანქცია.

აქვე უნდა აღინიშნოს განსახლების პროცესის გაჭიანურების არაერთგვაროვანი და, გარკვეულწილად, ობიექტური მიზეზებიც:

ა) პირველადი რეგისტრაციის ხანგრძლივობა მერყეობს 1-დან 8-9 თვემდე. რეგისტრაციის შემდეგ ამას ემატება სხვა გარემოებები: დაყადაღებული ქონების გამოსყიდვა მეპატრონისაგან, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თუ მესაკუთრემ საკუთარი სახსრებით არ შეასრულა ვალდებულებები;

ბ) თუ თანამესაკუთრე არასრულწლოვანია, სსკ-ის თანახმად, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი მის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების გასხვისება, ხოლო სასამართლო შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

გ) თუ თანამესაკუთრე გარდაცვლილია, სამკვიდროს მისაღებად საჭიროა, მინიმუმ, 6 თვე.

დ) შეიძლება მესკუთრე იმყოფებოდეს უცხოეთში/აღარ იყოს საქართველოს მოქალაქე, რაც ართულებს მათთან კომუნიკაციას; ან საერთოდ არ ხერხდებოდეს მესაკუთრის იდენტიფიკაცია. შესაბამისად, თუ მესაკუთრესთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, იწყება კანონით გათვალისწინებული ექსპროპრიაციის პროცედურა, რომელიც შეიძლება 8-9 თვე გაგრძელდეს.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, როდესაც პროექტის დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირები არ ითვალისწინებენ სრულიად მოსალოდნელ გარემოებებს, მინიმუმ, გულგრილობას იჩენენ დაკისრებული მოვალეობების მიმართ ან სარგებლობენ არსებული გარემოებებით. 

მოსალოდნელი რისკები:

2012-2023 წლებში დაგეგმილია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული რამდენიმე პროექტის მშენებლობა. ესენია: ჯვარი-წყალტუბო, წყალტუბო-ახალციხე, ოზურგეთი-ზოტიჰესი, ლაჯანური-წყალტუბო, ლაჯანური-ხელედულა, ლაჯანური-ონი, წყალტუბო-ნამახვანი- ტვიში.

პროექტების განხორციელებას წინ უნდა უსწრებდეს განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროცედურები.

გეგმის მიხედვით კი განსაზღვრულია მხოლოდ 7-8-თვიანი პერიოდები. აღსანიშნავია, რომ მიწის ნაკვეთების რაოდენობა ჯამურად აჭარბებს 2000 ერთეულს.

მიუხედავად ზარალისა, რომელიც ამ ბოლო წლების განმავლობაში განიცადა სსე-მ, ასევე მიუხედავად თვალსაჩინოდ გამოკვეთილი მიზეზებისა, დღემდე არ ჩანს პასუხისმგებელი პირი და არ იკვეთება მზაობა ცვლილებისათვის.

2. ვადების ცვლილებები

ქსანი-სტეფანწმინდის ქვესადგურების დამაკავშირებელი ახალი 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი

2015 წლის 17 ივნისს გაფორმდა ორმხრივი ხელშეკრულება სსე/ელექტროტრანსსა და კონსორციუმ ELთEL-EMჩ-ს შორის 500 კვ. ქსანი-სტეფანწმინდის ეგხ.-ს მშენებლობასთან დაკავშირებით. პროექტის ღირებულება იყო 21 565 242 ევრო.

მშენებლობის ვადის გადაწევამ გამოიწვია ხელშეკრულების ვადის ცვლილება და, შესაბამისად, ღირებულების ზრდა, რომელმაც საბოლოდ შეადგინა 24 842 713 ევრო.

პროექტის ფარგლებში ჩლაიმ (პრეტენზია)-ის სახით გადახდილი და ნებართვების (მშენებლობისა და ხე-მცენარეების ჭრის ნებართვები) პირობების დარღვევის/არქონის შედეგად გადახდილი ჯარიმების თანხა შეადგენს 13 412 681 ლარს.

2014 წლის 17 ოქტომბერს სსე/ენერგოტრანსსა და კომპანია FIჩHთNEღ-ს შორის გაფორმდა საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულება, ღირებულებით 1 635 000 ევრო.

მშენებლობის ვადის გადაწევამ გამოიწვია ხელშეკრულების ვადის ცვლილება და ღირებულების ზრდა, რომელმაც საბოლოოდ შეადგინა 3 066 990 ევრო.

თავდაპირველად, ხელშეკრულების მიხედვით, პროექტის ღირებულება იყო 23 200 242 ევრო.

დღეის მდგომარეობით: 27 909 703 ევრო + 13 412 681 ლარი.

220 კვ. ეგხ. „კვარი-ხორგა“ და 500 კვ. ეგხ „კავკასიონის“ შეჭრის მშენებლობის პროექტი

2014 წლის 29 აპრილს სსე-/ენერგოტრანსსა და კომპანია ჟყოტყ შტრუცტურეს Lიმიტიედ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 220 კვ. ეგხ-ს ქს ჯვარი-ქს ხორგა (60კმ.) და არსებული 500 კვ. ეგხ „კავკასიონის“ შეჭრა ქს ჯვარში (8 კმ.) მშენებლობის მიზნით.

პროექტის ღირებულება იყო 13 035 533 ევრო.

საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 15 814 239 ევრო.

პროექტის ფარგლებში ჩლაიმ (პრეტენზია)-ის სახით გადახდილი და ნებართვების (მშენებლობისა და ხე-მცენარეების ჭრის ნებართვები) პირობების დარღვევის /არქონის შედეგად გადახდილი/გადასახდელი ჯარიმების თანხა შეადგენს 8 607 824 ლარს.

2014 წლის 17 ოქტომბერს სსე/ენერგოტრანსსა და გერმანულ კომპანია FIჩHთNEღ-ს შორის გაფორმდა საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულება მშენებლობის ზედამხედველობის მიზნით, ღირებულებით 1 595 025 ევრო. მშენებლობის ვადის გადაწევამ გამოიწვია ხელშეკრულების ვადის ცვლილება და ღირებულების ზრდა, რომელმაც საბოლოოდ შეადგინა 3 273 001 ევრო.

თავდაპირველად ხელშეკრულების მიხედვით, პროექტის ღირებულება იყო 14 630 558 ევრო.

დღეის მდგომარეობით: 19 087 250 ევრო + 8 587 824 ლარი.

ჯამურად, 2020 წლის ოქტომბერში ქსანი-სტეფანწმინდისა და ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი ხაზების პროექტის ფარგლებში დარღვევების აღმოუფხვრელობის გამო ჯარიმების ოდენობა მესამედ გასამმაგდება (540 000 + 540 000 +540 000) და მიაღწევს და 1 620 000 ლარს.

3. ვადების ცვლილებები

ქსანი-სტეფანწმინდის ქვესადგურების დამაკავშირებელი ახალი 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი

პირველი მონაკვეთის მშენებლობის ნებართვა

ანძა #1 – #94

2016 წლის 23 მარტს დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (ბრძანება #54-04; გაიცა შპს „ენერგოტრანსის 2016 წლის 17 თებერვლის განცხადების #71 საფუძველზე).

2016 წლის 19 ივლისს გაიცა მშენებლობის ნებართვა (ბრძანება #121-04; გაიცა შპს „ენერგოტრანსის 2016 წლის 11 აპრილის განცხადების #175 საფუძველზე).

2017 წლის პირველი აგვისტო – განისაზღვრა მიწის ნაკვეთების საკუთრების სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;

2017 წლის 31 დეკემბერი – განისაზღვრა მშენებლობის ნებართვების მოქმედების ვადა.

(აქ საყურადღებოა ვადა პროექტის დამტკიცებიდან ნებართვებამდე).

2019 წლის 29 მარტს გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა დარჩენილ სამუშაოებზე (ბრძანება #58-04; შპს „ენერგოტრანსის“ 2019 წლის 5 მარტის განცხადების #172 საფუძველზე).

მოთხოვნის მიუხედავად, მიწის ნაკვეთების საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა არ განისაზღვრა სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ,  დადგენილ ვადაში მიუმართაობის გამო.

2020 წლის 31 ოქტომბერს განისაზღვრა მშენებლობის/ნებართვის მოქმედების ვადა დაჩენილ სამუშაოებზე.

ქსანი-სტეფანწმინდის ქვესადგურების დამაკავშირებელი ახალი 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი (#1-94)

ჯარიმები:

1. შპს „ენერგოტრანსში“ არ იძებნება სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში“ გაგზავნილი წერილი მიწის ნაკვეთების საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვადის გაგრძელების მოთხოვნით. შესაბამისად, ქსანი-სტეფანწმინდის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ა.დ. ქვეპუნქტის საფუძველზე გამოიწერა ჯარიმები სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობისათვის. კერძოდ, მშენებლობისთვის იმ მიწის ნაკვეთებზე (ტყის ფონდი), რომლებზეც არ არის წარდგენილი სარგებლობის ან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2017 წლის 19 ივლისი – 5000 ლარი;

2017 წლის 11 ნოემბერი – 15 000 ლარი (ჯარიმა გასამმაგდა 3 თვის შემდეგ დარღვევის აღმოუფხვრელობის გამო);

2018 წლის 5 მარტი – 45 000 ლარი (ჯარიმა გასამმაგდა 3 თვის შემდეგ დარღვევის აღმოუფხვრელობის გამო);

2018 წლის 11 ივლისი – 135 ლარი (ჯარიმა გასამმაგდა 3 თვის შემდეგ დარღვევის აღმოუფხვრელობის გამო).

2. შპს „ენერგოტრანსში“ არ იძებნება სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში“ გაგზავნილი წერილი მშენებლობის ვადის გაგრძელების მოთხოვნით. ქსანი-სტეფანწმინდის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ა.დ. ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოწერილია ჯარიმები ობიექტის ექსპლუატაციაში მიუღებლობის გამო.

2019 წლის 21 თებერვალი – 20 000 ლარი (ჯარიმა გადახდილია);

2019 წლის 18 ივლისი – 60 000 ჯარიმა გასამმაგდა, თუმცა მთავრობის დადგენილების საფუძველზე შპს ენერგოტრანსი განთავისუფლდა ამ ჯარიმისგან.

2020 წლის 13 იანვარი – 180 000 (ჯარიმა მეორედ გასამმაგდა და არ არის გადახდილი);

2019 წლის ივლისი – 540 000 (მესამედ გასამმაგების მოლოდინი).

2020 წლის ივლისის მონაცემებით, გადასახდელი ჯარიმების ოდენობა პირველ მონაკვეთზე შეადგენს 960 000 ლარს.

4. ვადების ცვლილებები

ქსანი-სტეფანწმინდის ქვესადგურების დამაკავშირებელი ახალი 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი

მეორე მონაკვეთის მშენებლობის ნებართვა

ანძა #94 #247

2016 წლის 7 ოქტომბერს დამტკიცდა მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობები (ბრძანება #179-04 გაიცა შპს ენერგოტრანსის 2016 წლის 2 ივნისის განცხადება #292-ის საფუძველზე);

2016 წლის პირველ დეკემბერს გაიცა მშენებლობის ნებართვა (ბრძანება #204-04 გაიცა შპს ენერგოტრანსის 2016 პირველი ნოემბრის განცხადება #635-ის საფუძველზე);

2017 წლის პირველი დეკემბერს განისაზღვრა მიწის ნაკვეთების საკუთრების სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;

2018 წლის 30 მარტს განისაზღვრა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა.

2018 წლის 19 მარტს გაგრძელდა მშენებლობის ნებართვის ვადა (ბრძანება #38-04 გაიცა შპს ენერგოტრანსის 2018 წლის 14 მარტის განცხადების #189 საფუძველზე).

შპს ენერგოტრანსი არ იძებნება სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში“ გაგზავნილი წერილი მიწის ნაკვეთების საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვადის გაგრძელების მოთხოვნით;

2019 წლის 31 მარტს განისაზღვრა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა.

2019 წლის 20 მარტს გაგრძელდა მშენებლობის ნებართვის ვადა (ბრძანება #50-04 გაიცა 2019 წლის 5 მარტს განცხადების #170 საფუძველზე).

მოთხოვნის მიუხედავად, მიწის ნაკვეთების საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა არ განისაზღვრა სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ, დადაგენილ ვადაში მიუმართაობის გამო.

2020 წლის 31 ოქტომბერს განისაზღვრა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა.

შპს „ენერგოტრანსში“ არ იძებნება სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ გაგზავნილი წერილი მიწის ნაკვეთების საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვადის გაგრძელების მოთხოვნით, შესაბამისად, შპს „ენერგოტრანსი“ დაჯარიმდა:

2017 წლის 19 ივლისი – 5000 ლარი;

2017 წლის 11 ნოემბერი – 15 000 ლარი (ჯარიმა გასამმაგდა 3 თვის შემდეგ დარღვევის აღმოუფხვრელობის გამო);

2018 წლის 5 მარტი – 45 000 ლარი (ჯარიმა გასამმაგდა 3 თვის შემდეგ დარღვევის აღმოუფხვრელობის გამო);

2018 წლის 11 ივლისი – 135 ლარი (ჯარიმა გასამმაგდა 3 თვის შემდეგ დარღვევის აღმოუფხვრელობის გამო).

2019 წლის 18 თებერვალს პირველ და მეორე მონაკვეთებზე ჯარიმის ოდენობამ შეადგინა 416 745 ლარი (სააღსრულებლო მოსაკრებლის ჩათვლით), რომელიც სააღსრულებო ბიურომ ჩამოაჭრა მას შპს „ენერგოტრანსის“ საბანკო ანგარიშიდან.

ქსანი-სტეფანწმინდის ქვესადგურების დამაკავშირებელი ახალი 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი

მეორე მონაკვეთის (#94-#247) ჯარიმები:

1. შპს „ენერგოტრანსში“ არ იძებნება სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ გაგზავნილი წერილი მიწის ნაკვეთების საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

2. ქსანი-სტეფანწმინდის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ა.დ. ქვეპუნქტის საფუძველზე გამოიწერა ჯარიმები მიწის ნაკვეთების საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის გამო.

2019 წლის 15 მაისი – 20 000 ლარი (ჯარიმა გასაჩივრდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და არ დაკმაყოფილდა. ჯარიმა გადახდილია);

2020 წლის 10 იანვარი – 60 000 (ჯარიმა გასამმაგდა; არ არის გადახდილი);

2019 წლის ივლისი – 180 000 (მეორე გასამმაგების მოლოდინი).

2020 წლის ივლისის მონაცემებით, გადასახდელი ჯარიმების ჯამი მეორე მონაკვეთზე შეადგენს 240 000 ლარს.

2020 წლის ივლისის მონაცემებით, ქსანი-სტეფანწმინდის პროექტის ფარგლებში პირველ და მეორე მონაკვეთებზე გადასახდელი ჯარიმების ჯამია 1 200 000 ლარი.

ქსანი-სტეფანწმინდის პროექტის ფარგლებში პირველ და მეორე მონაკვეთებზე გადასახდელი/გადახდილი ჯარიმების ჯამი – 1 736 745 ლარი.