სიმართლე ცილისწამების პასუხად,- ელისო კილაძის პასუხი ასავალ დასავალის რედაქციას და თამაზაშვილის ვექილებს
ელისო კილაძე
სკანდალი რომელიც ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გასაჯაროვდა, თავისი არსით რიგითი სატელევიზოო ინტერვიუს მასშტაბს ნამდვილად ცდება : ვახო სანაიამ პირდაპირ ეთერში მისი ძმის, ცნობილი ტელეჟურნალისტის გიორგი სანაიას მკვლელობის ოქროს მოწმესთან კოტე ციხისთავთან ინტერვიუ შემოგვთავაზა.
პირველი განცხადება კოტე ციხისთავმა რუსთავი 2-თან , 2018 წელს ციხიდან გააკეთა მან გიორგი სანაიას მკვლელობის დამკვეთად შს მინისტრის კახა თარგამაძის მოადგილე კახა ბაკურაძე და კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი თამაზ თამაზაშვილი დაასახელა,შემსრულებლად კი ნომერ პირველ ტერორისტად მონათლული შოთა ჭიჭიაშვილი,
ციხისთავის ამ განცხადებას პროკურატურაში გამოძიების განახლება მოყვა, ციხეში გამოიკითხა განცხადების ავტორიც,გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას თავად ღარიბაშვილის სიმამრმაც მიმართა.
ცხადია, კოტე ციხისთავის ინტერვიუ ყველა მედიასაშუალების წამყვანი თემა გახდა, მათ შორის “ქრონიკა +”-მა რამდენიმე ინტერვიუ მიყოლებით გამოაქვეყნა, მკითხველს შევთავაზეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერვიუ, რადგან ციხისთავის მიერ დასახელებული, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ნაირა მარგოშვილი მისი ცოლის ახლო ნათესავი იყო, ჩავწერეთ ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე და უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძნია, შევეცადეთ,დაბალანსებულად წარმოგვედგინა ყველა მხარის პოზიცია.
ეს იყო ამ გახმაურებულ საქმეში ქრონიკა +-ის ინტერესი და ცხადია, სოლიდარულები ვართ ჩვენი კოლეგის, ვახო სანაიას მისამართით რომელიც მისი ძმის გიორგი სანაიას მკვლელობის სამართლიან გამოძიებას და დამკვეთების დადგენას ითხოვს.
ამის შემდეგ მოვლენები სრულიად უცნაურად განვითარდა,
როგორც მოსალოდნელი იყო, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის დასაცავად საქმეში ასავალ დასავალი ჩაერთო, რაც ცხადია არ გამკვირვებია, ვიცი რა მათი ფინანსური და პატრონყმული დამოკიდებულების ამბავი, მაგრამ უცნაური ის იყო რომ თამაზაშვილის დამცველის მთავარ როლში აღმოჩნდა დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი, რომელიც არა მხოლოდ ახალაიას ადვოკატი, არამედ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მეგის ქარდავას და ვაჟა ლელუაშვილის სტაჟიანი აგენტი და მათი ბინძური დავალებების შემსრულებელი გახლდათ, აგენტი მეტსახელით”წუწკი”, რომელსაც ვაჟა ლელუაშვილი მამულიშვილოსაც კი ეძახდა როცა “მოდულში” ფასეული დანოსით მიდიოდა მორიგი გასამრჯელოს მისაღებად.
ცოტა რამ “ადვოკატ”ზაქარეიშვილის შესახებ- ჩვენი წყაროს ინფორმაციით ზაქარეიშვილი “კუდს” გადაბირებული ყავდა მისი პირადი ცხოვრების პიკანტური ვიდეო ფირების გამოყენებით, მისი მეშვეობით ახდენდა სექსუალური უმცირესობის წამომადგენლების გადაღება ჩაწერას, წინასწარ დაპლიუსებულ ბინებში, ამ ფირების მოპოვების მერე კი ხდებოდა ობიექტის შანტაჟი და გადაბირება. მათი გამოყენება სხვადასხვა მიზნებისთვის, მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა და მსგავსი ფირები თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციაში მრავლად დახვდა თავდაცვის ახალ მინისტრს, მან გამოძების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა, მოხდა ფირებზე აღბეჭდილი პირების იდენტიფიკაცია და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მათ შორის ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილიც აღმოჩნდა, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი ამ საქმეზე და ჩვენებებიც აქვს მიცემული საკუთარი პატრონების წინააღმდეგ, იმედის სიუჟეტში, რომელიც ახლაც იძებნება ინტერნეტსივრცეში, ფირებზე აღბეჭდილი პირების იდენტიფიკაციაც შესაძლებელია,
პარალელურად”ქრონიკა + -ს ინტერვიუ მისცა ტრანსგენდერმა ნუგზარ ტატიშვილმა, მეტსახელად “მაცაცომ” სადაც დეტალურად მოყვა, როგორც ჩაწერა ირაკლი ზაქარეიშვილი პოლიციის მაღალჩინოსნების დავალებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ფირი თაბუკაშვილზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში კონკრეტულ მაღალჩინოსანს გადასცა, ამ ინტერვიუს აუდიო ჩანაწერი ‘ქრონიკა +”-ის რედაქციაში ინახება, ნუგზარ ტატიშვილი მზად იყო გამოძიებისთვის შესაბამისი ჩვენებაც მიეცა, მაგრამ მასალის გამოქვეყნების მერე ირაკლი ზაქარეიშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით არ მიმართა,სულ სხვა გზა არჩია და ჭორების გავრცელება დაიწყო გაზეთის რედაქტორის წინააღმდეგ,.რაც შეეხება ცირკს და კონკრეტულად ცირკის “პადზემკას”, ობიექტის ჩაწერა ტატიშვილის განცხადებით სწორედ ამ ტერიტორიაზე მოხდა, და თუ ვინმესთვის ცირკის მიმდებარე ტერიტორია ნაცნობი და მშობლიურია, სწორედ ირაკლი ზაქარეიშვილია.
ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, მეორედ გადაბირებული ირაკლი ზაქარეიშვილი აქტიურად ეხმარება სუსს იმ ადამიანების დისკრედიტაციაში, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურობენ, სისტემატურად თხზავს ბინძურ ჭორებს, იგონებს ისტორიებს, ,მისი მეშვეობით აგორდა შავი პიარი მიხეილ სააკაშვილის წინაღმდეგ სანდრო გირგვლიანის საქმეზე და საბოლოოდ,ზაქარეიშვილის “დასკვნა” ერთი ერთზე დაემთხვა პროკურატურის ვერსიას, მან ასევე ფასდაუდებელი დახმარება აღმოუჩინა ხელისუფლებას თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, მის ხელში “აღმოჩნდა” ბაჩალიაშვილის მამის შემაკავებელი ორდენი და გამოძიების მიმდინარეობისას აქტიურად იყო დაკავებული გარდაცვლილის ოჯახის დისკრედიტაციით, ასევე აქტიურად იყენებდა მას სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის წინააღმდეგ და ჩვენი წყაროს ინფორმაციით,ყოველთვიურ გასამრჯელოს უხდიდა ჩემს წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად, გოგაშვილის თანამდებობიდან გადაყენების მერე ზაქარეიშვილი კარგახანს უპატრონოდ იყო მიტოვებული,მაგრამ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების მერე აქტიურად შეუდგა მის ქებას, და როგორც ჩანს არც თამაზაშვილის მარანში მისასვლელი გზა აღმოჩნდა მისთვის გრძელი, რადგან თამაზაშვილის “პიარშიკ “ნინო ჯღარკავასთან ერთად უნისონში დაიწყეს მოქმედება , სოციალურ ქსელში მათი ერთობლივი არაერთი ნამუშევარი მოიძებნება.
სწორედ ეს ირაკლი ზაქარეიშვილი არმოჩნდა ასავალ დასავალის “ექსპერტი” თამაზაშვილის დაცვის საკითხბეში და კოტე ციხისთავის ბრალდებების ერთ ერთ მთავარ დამგეგმავად რატომღაც მე გამომაცხადა,
ის რომ ასავალ დასავალი თამაზაშვილის დამკვეთების შემსრულებელია ეს ჩემთვის ახალი ამბავი სულაც არაა, იყო დრო როცა ასავალ დასავალის ჟურნალისტი გიორგი გიგაური ჩემთან აქტიურად თანამშრომლობდა ,გაზეთში აქვეყნებდა ჩემს ინტერვიუებს, სადაც კახელების კორუმპირებულ კარტელს ვამხელდი,, რამდენიმე მასალის გამოქვეყნების მერე თამაზაშვილმა ასავალ დასავალის რედაქტორთან დესპანი და თეთრი კონვერტები აფრინა, გადაწყვიტა ჩემთვის პასუხი თავად გაეცა, პასუხის შინაარსი დაბეჭდვამდე ვიცოდი, ლაშა ნადარეიშვილმა გამომიგზავნა სანდო პირის ხელით წასაკითხად, ასეთი ერთგულება იციან ამ ადამიანება,ორმაგი სტანდატით მოქმედება მათთვის ცხოვრების წესია,, მაგრამ სტანდარტი მას შემდეგ შეიცვალა, რაც გიორგი მღებრიშვილის შს მინისტრობის დროს, ლაშა ნადარეიშვილის შვილი ქურდობისთვის დააკავეს, , მამა საბოლოოდ დაითანხმეს თანამშრომლობაზე, ნადარეიშვილმა შვილის თავისუფლება ჩემთან დაპირისპირების სანაცვლოდ იყიდა და წლების განმავლობაში ასრულებდა სოსო გოგაშვილის ბინძურ დავალებებს,გოგაშვილის პოსტიდან წასვლის მერე კი ჩვენი საერთო ადვოკატის მეშვეობით მთხოვა შეხვედა, რომელიც ავლაბარში რესტორან ჩუბინიძეებში გაიმართა, და ჩადენილი ცრემლებით მოინანია, შეხვედრას ადვოკატთან ერთად კიდევ ერთი პირი, ტვ 8-ის დირექტორი ლალი ეგაძე ესწრებოდა.
კოტე ციხისთავის აღიარება თამაზაშვილის დამცველებმა, ვანო მერაბიშვილის მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს დაუკავშირეს, ლორთქიფანიძის პერსონა საქართველოში სააკაშვილის დაბრუნების ფაქტის მერე განსაკუთრებით აქტუალურია,მას მერე რაც , მისი გვარი ტრაილერის მძღოლმა ელგუჯა ცომაიამ ჩვენებაში ახსენა, მაგრამ ნადარეიშვილ ზაქარეიშვილის ტანდემს აქ ნამდვილად ადრესი შეეშალა- გია ლორთქიფანიძეზე იმდენი მაქვს ნაწერი, მათ შორის ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, ჩემთან მისი დაკავშირება თეთრი ძაფით ნაკერი ბოროტი ტყუილია, ისევე როგორც ციხისთავის ლორთქიფანიძის აგენტად გამოცხადება, რადგან ქართული ოცნების ხელისუფლებაშ მოსვლის შემდეგ კოტე ციხისთავი სასჯელს სწორედ გია ლორთქიფანიძის სახლთან დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო იხდიდა.შოთა ჭიჭიაშვილი კი ციხიდან ამნისტიით ოცნებამ გაათავისუფლა და ამის რესურსი გია ლორთქიფანიძეს ნამდვილად არ ქონდა, ვექილის აქცენტები მხოლოდ გიორგი სანაიას მკვლელობას დაეთმო და მარიამ გოგინაშვილის საქმე ყურადღების მიღმა დარჩათ, არადა ამ საქმის ერთ ერთი ფიგურანტი კობა ოთანაძე ოცნების პოლიტპატიმარია
რაც შეეხება სტატიის ავტორს-დომენტი (ნესტან ) ჩუბინიძეს, რომელმაც ისეთი ბინძური ფეკალიები გადმოაფრქვია გაზეთის ფურცლებზე, ლაშა ნადარეიშვილის ადგილას მინიმუმ უხერხული სიტუაცია მაინც შემექმნებოდა, მაგრამ მოგეხსენებათ ფულს სუნი არა აქვს და იქ სადაც ფაქტები არა გაქვს, დაკვეთის გული ჩემი ლანძღვით უნდა მოიგონ.
მერე რა რომ, დიტო ჩუბინიძე თამაზ თამაზაშვილს მე გავაცანი, თვეების განმავლობაში მეხვეწებოდა გენერალთან ინტერვიუს ჩაწერა მინდა და მიმიყვანეო(,ამ შეხვედრისას გადაღებული ფოტო ჩემს არქივშიც ინახება) . იმ ხანად, ჩუბინიძე ძალიან ნერვიულობდა, იმიტომ რომ ღარიბაშვილის კარზე მისი კოლეგები გიორგი მამაცაშვილი და ჯაბა ხუბუა დაწინაურდნენ,მოდიოდა ხმები,რომ ირაკლი ღარიბაშვილის ხოტბა დიდებაში ორივე გვარიან გასამრჯელოს იღებდა,ოდნავ ადრე ბიძინა ივანიშვილმა დიტო ჩუბინიძე ,ალიას კიდევ ერთ ჟურნალისტთან, გელა ზედალაშვილთან ერთად ბრიფინგიდან გარეთ გამოყარა სულ მიშას მოსყიდულები ეძახა, ამიტომ ცდილობდა ახალი მფარველის მოძებნას,იპოვა კიდეც, როცა თამაზაშვილი მის ზარებს არ პასუხობდა, ჩემს კართა ატუზული მეხვეწებოდა, მესიჯი მიმეწერა მისთვის,მოგვიანებით პრემიერის სიმამრმა ჩუბინიძის ნომერი დაიმახსოვრა, იმდენად კარგად რომ მარანში საქეიფოდაც დაპატიჟა, თუმცა ჩუბინიძე ხალხში ყვებოდა კოლეგა ჟურნალისტებზე სუფრაზე მომხდარ პიკანტურ დეტალებს .
მოგვიანებით ის ასავალ დასავალში გადავიდა სამუშაოდ, რასაც დიდი სიხარულით შევხვდით, რადგან ჩუბინიძის ლექსიკა, ბილწი შეფასებები და გამონათქვამები თავმოყვარე გაზეთისთვის მისაღები სულაც არ იყო მე კი პრეტენზია მქონდა რომ აკადემიურ, სამართლიან და რეიტინგულ ჰოლდინს შევქმნიდი და შევქმენი კიდეც!
სწორედ ასავალ დასავალში მუშაობისას , როცა სუსის უფროსის მაშინდელმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა ჩემი” მხილების” კამპანია დაიწყო “რეპორტიორის”მეშვეობით, დომენტი ჩუბინიძემ ნესტანი დაირქვა და გოგაშვილის ერთ ერთ წყაროდ იქცა,დაუღალავი ენთუზიაზმით ყვებოდა რომ ჩვენს ოფისში წამლის ხარშვის ფაქტებს შეესწრო და უჯრებში შპრიცებიც ხშირად უნახავს რომ პირადი ფირების არქივები მაქვს და კომპრომატებით ხალხს ვაშანტაჟებ, მოკლედ გაზეთიდან წასული ადამიანებთან ერთად ჩემი შვილის პატიმრობის გასაპრავებლად ყველაფერი გააკეთა, მისი პატიმრობის პერიოდში მორალურ ტერორს მიწყობდნენ, რომ როგორმე გოგაშვილთან გარიგებაზე წავსულიყავი, მაგრამ ამ ბინძური ადამიანების კრებულის შემართება ამაო აღმოჩნდა, არც მე გავტყდი და არც ჩემი შვილი, დაგეგმილი ბინძური კამპანია ორგზის გამამართლებელი განაჩენით დასრულდა,დამკვეთები და შემსრულებლები ბორტს მიღმა დარჩნენ, სწორედ ამას ვერ მპატიობენ დღემდე, და სწორედ ამიტომ ცდილობენ პროვოცირების მთავარ სამიზნედ ისევ ჩემი შვილი აქციონ, ამიტომაც გაიხადეს სამიზნედ ჩემი შვილის ადვოკატები ვალერი გელბახიანი და არჩილ ჩუბინიძე.
სისხლი სისხლით არ მოიბანება,არც სხვის თეთრეულში ქექვაა ჩემი საქმე, ჩუბინიძისგან განსხვავებით,
მხოლოდ ფაქტს დავწერ,- ის არის მოძალადე, სისტემატურად ძალადობდა ფეხმძიმე ცოლზე, რამდენიმე შემაკავებელი ორდერის ამოწერის მერე, ყოფილმა ცოლმა მას შვილებთან კომუნიკაცია აუკრძალა, და როცა მისი ყოფილი მეუღლე ოლიკო ბარათაშვილი ჩემთან ოფისში მოვიდა, დიტო ჩუბინიძის მხილებისთვის ადამიანურად ვურჩიე რომ შვილების გამო თავი შეეკავებინა რომ ყოფილ თანამშრომელზე, თუნდაც ასეთ ,ბინძურზე , მასალებს გაზეთში არ გამოვაქვეყნებდი.
და ბოლოს, ასავალ დასავალის ბინძურ პასკვილში რამდენიმე ადგილას არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების ხსენება ვიხილე, დიახ, მე ვთვლი რომ არავის პირადი ცხოვრება ჩემი საქმე არაა, არასოდეს განვიკითხავ ამის გამო ადამიანებს, მყავს მეგობრებიც, და მორჩით ამ თემით სპეკულირებას,განსაკუთრებით კი დომენტი ჩუბინიძე რომელიც მუდამ ხალისით ყვებოდა როგორ სცემეს წყნეთში მისი რედაქტორი იმის გამო რომ პიკანტურ სიტუაციაში წაასწრეს და სიამოვნებით მოიხსენიებდა მას მეტსახელით კონჩიტა.
P.s.და ძალიანაც ნუ გამაბრაზებთ თორემ დეტალურად მოვყვები როგორი იყო 2016 წელს რუსებთან ერთად დაგეგმილი არეულობის გეგმა, გავიხსენებ ვინ შეატანინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ნუგზარ ტატიშვილს,როგორ უნდა გამოეცხადებიათ ოჯახის სიწმინდის დამცველად მოქმედი პრემიერი და რა პროვოკაცია იგეგმებოდა ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ.
შეხვედრამდე !