თორნიკე ბიძინაშვილი: „წყლის ვეფხვის წელი მოდის“

გიორგი საკარული

„ყველა მოქალაქეს მოგიწოდებთ მარტივ რამეს, რომ დარჩეთ სახლში“, _ მსგავსი ფრაზები გვესმოდა 2 წლის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან. დედამიწა რთული გამოწვევის წინაშე დადგა. კორონავირუსმა მოიცვა ყველა და ყველაფერი. ვებრძოდით და ვებრძვით უხილავ მტერს სახელად „კორონა“. 2020 წლის მარტი _ მომაკვდინებელი ვირუსი ფარავს მსოფლიოს. ხალხი შიშმა მოიცვა, სიკვდილი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, რის წინააღმდეგაც, სამწუხაროდ, ადამიანები უძლურები აღმოვჩნდით. სტრესი, დეპრესია და სასოწარკვეთილება კი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

არის თუ არა კორონა ხელოვნურად შემოგდებული ვირუსი თუ ბაქტერია, ამაზე დღემდე ბევრს ბჭობენ. როგორი წელი იქნება 2022 სრულიად მსოფლიოსთვის? რა უნდა გავითვალისწინოთ და რომელ ზოდიაქოს ნიშნებს მოუტანს განსაკუთრებულ წარმატებას ვეფხვის წელი? რა ცვლილებები იქნება პოლიტიკაში?

ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ეზოთერიკოსი და ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი ესაუბრება:

_ ფაქტია, რომ 2021 წელი ყველანაირი თვალსაზრისით რთული იყო, მათ შორის, პოლიტიკური, პანდემიის მართვის და ა. შ. თავდაპირველად გავაანალიზოთ ეს მძიმე წელი ასტროლოგიურ ჭრილში და რას უნდა ველოდოთ მომავალი წლიდან?

_ ზოგადად, მედია ცდილობს, რომ მაქსიმალურად არ გააჟღეროს ის სიმართლე, რაც მართლა ხდება. მსოფლიოში ვაქცინაციის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები ტარდება, რაც არ შუქდება. აქციის მონაწილეები ანტივაქსერები არ გახლავან, ისინი არიან ბოდიში და იმ შიზოფრენიის წინააღმდეგი, რასაც კოვიდი ჰქვია. ანტივაქსერი არც მე ვარ, ბოლოს და ბოლოს ექიმი ვარ და ვიცი, ვაქცინაცია რაც არის, არც სხვები არიან ანტივაქსერები. უბრალოდ, მათ სურთ, რომ ადამიანებმა ნორმალურად იაზროვნონ და შესაბამისად შეაფასონ, რაც ხდება.

_ რას გულისხმობთ ნორმალურ აზროვნებაში, რეალურად პანდემია არ არსებობს?

_ ეს არის ხელოვნურად შექმნილი და გამოწვეული კონკრეტული მიზნისთვის. ჩვენ რეალურად ვირუსული პანდემია არ გვაქვს, ეს არ არის ვირუსი. ეს არის ბაქტერია, რომელიც ადამიანებს უდიდეს ზიანს აყენებს. ეს ვრცელდება ხელოვნურად.

_ საზოგადოების გარკვეული ნაწილი თანხმდება, რომ კორონა მართლაც ხელოვნურადაა გავრცელებული და რომ ეს მასონებს აწყობდათ. როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ იგი ადამიანებს კლავს…

_ შესაძლოა, ეს ვირუსი თუ ბაქტერია არ კლავდეს ადამიანს, მაგრამ მას კლავდნენ კლინიკაში. კლავდნენ განგებ, რადგან ისეთი გაიდლაინები და პროტოკოლები იყოს შემუშავებული, რომელიც ადამიანის სიკვდილს იწვევს და ამის მილიონი ფაქტი არსებობს, როგორც მსოფლიოში, ასევე ათასობით არსებობს საქართველოში. შეგიძლიათ, ამ ადამიანებთან მიხვიდეთ და დაელაპარაკოთ. მე ვიცი ხალხი, რომლებმაც ძალით გამოიყვანეს თავიანთი მშობლები რეანიმაციიდან და გადაარჩინეს. ძალიან ბევრი ჯანმრთელი და საღსალამათი ადამიანი ამოხოცეს, _ ეს ერთი. მეორე: პირბადე არ გვიცავს. მესამე: ვაქცინაციას ამ ვითომ ვირუსთან არანაირი შეხება არ აქვს.

_ როდესაც ამბობთ, რომ ადამიანები საავადმყოფოებში ამოხოცეს, კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ არაკომპეტენტურობის თემაც არის. გარდა ამისა, გაიდლაინებში ისეა მითითებული მკურნალობის მეთოდები, რომ ადამიანი უნდა ჩააძინონ და თუ გადაიტანს, გადაიტანს თუ არადა, დაიღუპება. ბევრი ასეთი შემთხვევა ვიცი, მათ შორის, კვიციანის ინტერვიუსაც ვუყურე, _ კარგად ვიყავი, კლინიკად მწერდნენ, უცებ რაღაც ყვითელი სისხლი გადამისხეს და დავმძიმდი, მტოვებდნენ, მაგრამ ჩემი ნებით წამოვედიო. ყოველ შემთხვევაში, მან თავი გადაირჩინა. გარდა ამისა, მილიონი ასეთი შემთხვევაა, „ფეისბუქზე“ რომ დაწეროთ, ასეთი ხალხი გამომეხმაურეთო, უამრავი ადამიანი მოგწერთ.

_ თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რა არის საავადყოფოებში ადამიანების ამოხოცვის მიზანი?

_ ადამიანები უნდა მოკვდნენ, რომ ხალხში შიში დაითესოს. შიშით კი შეგიძლია მართო მასები, ეს ხომ აქსიომაა?! ეს ყველაფერი ფსიქოლოგებმა იდეალურად იციან, ეს შემუშავებული აქვთ მრავალწლიანი მეთოდური მუშაობით და ახლა უკვე დაიწყეს განხორციელება. მათ კარგად იციან ასტროლოგიაც.

ასტროლოგიურ ჭრილში რომ განვიხილოთ, პანდემია, როგორც ასეთი, არ არსებობს, ვგულისხმობ იმას, რომ ვირუსული პანდემია არ არის რეალურად. იგი ვირუსის კანონებსა და ფარგლებს სცდება, რადგან ზაფხულში, წესით, ყველა ვირუსი კვდება, ჩვენ კი ივლისსა და აგვისტოში მესამე ტალღა გვქონდა, რაც საერთოდ აბსურდია. ეს მედიცინაში პარადოქსია.

_ მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა, რისთვის არის ეს ვაქცინა გამოშვებული?

_ ამ ვაქცინას კიდევ თავისი მიზნები აქვს, რასაც უფრო კარგად დრო გვანახვებს. სხვა ალტერნატიულ, დამოუკიდებელ მეცნიერებს არ ეძლევათ კვლევის საშუალება.

_ ვაქცინა არ კლავს ადამიანებს _ ეს ხომ ფაქტია?

_ შესაძლოა, უშუალოდ არ კლავს, მაგრამ სიკვდილში ეხმარება, „ხელს კრავს“, ვიღაცას უცებ წნევა დაუგდო, ვიღაცამ კოვიდი აკიდა, იმუნურ სისტემას რომ ებრძვის და აქვეითებს, ეს ფაქტია.

_ ვაქცინაციის დროს, ფაქტობრივად, ვირუსი შეჰყავთ ორგანიზმში და ბუნებრივია, იმუნური სისტემა ქვეითდება, რადგან ორგანიზი იბრძვის.

_ ამის გამო ადამიანი უნდა მოკვდეს?! _ ორჯერ აცრილებში სიკვდილობის მაჩვენებელი რომ მაღალია და მეტიც, აუცრელებში სიკვდილობას რომ გადააჭარბა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინის ფუნქცია და ძალა ნულოვანია.

_ მხოლოდ ჩვენი ქვეყანა ხომ არ არის ამ მოცემულობაში? ვაქცინაციის პროცესს ვერ გავექცევით.

_ ჩვენ უნდა დავიწყოთ რევოლუციური მოქმედებები, უნდა შევეწინააღმდეგოთ, უნდა დავიწყოთ საპროტესტო აქციები!

_ ვის უნდა გავუწიოთ ეს წინააღმდეგობა?

_ სისტემას! სისტემის წინააღმდეგ რომ გაერთიანდება მრავალი ადამიანი, მერე უკვე გაჩერდებიან. 15 ათასი კაცი გამოვიდა გარეთ, რის შემდეგაც შიგნით დაპირისპირება დაიწყო, ტიკარაძე გადააყენეს, გამყრელიძე კომისიიდან გავიდა, იმიტომ, რომ მათ სურდათ რეგულაციების გაძლიერება. ღარიბაშვილმა ამის საშუალება არ მისცა, რადგან მას პულსზე უჭირავს ხელი. ხვალ შეიძლება, ბევრად მეტი ადამიანი გამოვიდეს.

_ ტიკარაძე ჯერ კიდევ იკავებს მინისტრის პოსტს, მაგრამ აქ ხომ მხოლოდ საქართველოზე არ არის საუბარი, მსოფლიო სისტემაზე ვლაპარაკობთ.

_ მსოფლიოს ყველა ქვეყანამ უნდა მოვახდინოთ კონსოლიდირება და ერთ დიდ სისტემას უნდა დავუპირისპირდეთ. ყველამ უნდა თქვას თავისი სიტყვა. გამოვიდა ავსტრია და გადაუარა საპროტესტო ტალღამ მთელ ქუჩებს. ასევე იყო იტალიასა და საფრანგეთში, ჰოლანდიაც გამოვიდა. ყველამ უნდა ვიმოქმედოთ. საქმე ეხება ჩვენს სიცოცხლეს _ დღეს და ხვალ ვართ, მაგრამ ზეგ აღარ ვიქნებით. დედამიწის მცხოვრებთა რაოდენობა ძალიან შემცირდება. ამასა და ტოტალურ კონტროლზეა ეს ყველაფერი გათვლილი.

_ სიმართლე გითხრათ, იმ ადამიანთა რიცხვს განვეკუთვნები, რომელსაც მასონებისა და მსოფლიო მმართველების სჯერა და ეს ასეც არის, მაგრამ სხვა კუთხით რომ განვიხილოთ, ამდენი ხმაური რომ არ გამოეწვიათ, ამ თქვენი თქმით, ხელოვნური ვირუსით, ვაქცინაციით, ამის გარეშეც ხომ შეეძლოთ ადამიანების რაოდენობის შემცირება და სიკვდილობის გამოწვევა?

_ მითხარით, აბა, როგორ?!

_ თუნდაც ჰაერში გაუშვებდნენ მომწამლავ ნივთიერებას.

_ ჰაერში ისედაც უშვებენ ვირუსებს. სხვა ხერხით კი შესაძლოა, თავადაც და მათი ახლობლებიც დაზიანდნენ. არსებობს ადამიანთა მრავალათასიანი, კონკრეტული რაოდენობა, ვინც უნდა გადარჩეს. დედამიწაზე არის ხალხის ელიტარული კონტინგენტი, რომელსაც ეს არ უნდა შეეხოს. ამიტომ მასობრივი გავრცელების შემთხვევაში შეიძლება თავისიანებიც დაზიანდნენ, ამიტომ მიმართეს ამ გზას. თავად ამ ვაქცინას არ იკეთებენ. პაატა იმნაძის შვილის შემთხვევა გავიხსენოთ, როცა მისი ვაქცინაციის დროს შპრიცს ცვლიან. რეალურად, არ იცრებიან, თავად ვიტამინებს იკეთებენ. ჩემი თვალით ვნახე, ერთ-ერთ გამგებელს ცარიელი შპრიცი გაუკეთეს, ეს კადრები იდო, თუმცა შემდეგ ამას ინტერნეტ სივრციდან შლიან, რომ ხალხმა არ ნახოს.

_ თქვენ გენდობათ ადამიანების გარკვეული ჯგუფი, პირადი რუკის შესაქმნელად მოგმართავენ, საკუთარი ცხოვრებისა და მომავლის იმედს იქმნიან, ძალიან ბევრს სჯერა ასტროლოგიის, რაღაც გამოთვლები გექნებოდათ. როგორია ასტროლოგიური თვალსაზრისით ეს ჯოჯოხეთი?

_ ესენი ასტროლოგიას იყენებენ თავის სასარგებლოდ. ახლა ძალიან მაგარი პერიოდია ხალხის დასათრგუნად და ასეც იქცევიან, ხალხს აჩმორებენ. უფრო მარტივი სამართავია ის ხალხი, სადაც მეტი სიღარიბეა. ავსტრიაში, როცა მილიონობით ლარი უდევთ ადამიანებს ანგარიშზე, განა, რა თანხა უნდა შესთავაზო, რომ ფულის სანაცვლოდ აიცრას? ან რამხელა ბიუჯეტი უნდა ჰქოდნეს ქვეყანას, რომ მასაზე იმოქმედოს? იმ ადამიანებს, რომლებსაც მილიონობით ლარი აქვთ ანგარიშებზე, უპრობლემოდ შეუძლიათ იცხოვრონ, ამიტომ ასეთი გეგმა არსებობს, რომ მათ წაართვან ეს თანხები, ანგარიშები გააუქმონ, მაგაზეც მუშაობენ. ამიტომ მიმდინარეობს მსოფლიო გლობალური, ფინანსური რეფორმები, რომლითაც თავიდან ბოლომდე მაქსიმალურად ეცდებიან, ადამიანს ქონება ჩამოაცალონ. ამასაც დაიწყებენ, ესეც მაგათი პროექტის ნაწილია. რაც ვთქვი 2014-2017 წლებში, ის ყველაფერი ხდება ახლა. მე ვთქვი, რომ იქნებოდა ომი და დღეს ჩვენ რეალურად ვართ ომში. ეს არის მესამე მსოფლიო ომი იარაღის გარეშე. იქნება ომები ვირუსებით, ბიოლოგიური ომები. მათ სჭირდებათ დედამიწის 70%, ამიტომ ვაქცინაცია საკუთარი მიზნის მისაღწევად მათთვის იდეალურია.

_ ამ ყველაფრის მიზანი რა არის და საით მივდივართ?

_ როგორც აღვნიშნე, ამის მიზანია დედამიწის მოსახლეობის შემცირება, ასევე ტოტალური კონტროლი. აბსოლუტურად ყველაფერი იქნება კონტროლქვეშ, ჩიპების საშუალებით ადამიანი სად გადაადგილდება და ა. შ., ცნობილი იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს სამედიცინო მიკრო ჩიპები, რომლებიც ლოკალურ ადგილებში იწვევენ სისხლმომარაგების გაძლიერებას და აქედან გამომდინარე, შეუძლიათ ნებისმიერი დაავადება მოარჩინონ, ასევე შეუძლიათ ადამიანი მოკლან კიდევაც. ასტროლოგიურად დედამიწას პანდემია არ აღენიშნებოდა, ეს არ ჩანდა. არსებობს გლობალური გადატვირთვა, რომელიც 2020 წელს დაიწყო და გაგრძელდება 30 წლის მანძილზე, რომელსაც გადავყვართ მერწყულის ეპოქაში. მერწულის ეპოქას კი აქვს ორი სახე: დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამათმა ყველაფერი იციან და შეუძლიათ, ეს პროცესები ისე წაიყვანონ, როგორც მათ სურთ, ანუ უარყოფითისკენ. ზოგადად, სამყაროს ბოროტება მართავს, ეს ასეა, სამწუხაროდ, მათ ეს აწყობთ და აქეთ მიჰყავთ პროცესები. ჩვენ კი, ადამიანებს, გამოგვაცალეს ცოდნა, იარაღი, რაც უძველესი კულტურიდან გვქონდა. ხალხი იქამდე მიიყვანეს, რომ რაც სიმართლეა, ყველაფერი იჩაგრება. ჩვენ, რეალურად, 90% სიცრუეში ვცხოვრობთ თავისი მსოფლიო ისტორიით, ბევრი რამ დამალულია.

_ დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის შინაგანი პოზიტიური განწყობა, ამიტომ პოზიტიურადაც შევხედოთ ჩვენს მომავალს. რა გველოდება დადებითი 2022 წელს?

_ წყლის ვეფხვის წელი მოდის, რომელიც ბევრად უფრო ფრთხილია, ასევე ბევრად უფრო ემოციურია და უფრო წინდახედული, ვიდრე ცეცხლოვანი ვეფხვი, რომელიც პირდაპირ საქმეში ერთვება. სუფრაზე იმის დადებას ნუ დაიწყებს ხალხი, რაც ვეფხვს უყვარს, ნურც კამეჩის ხორცის ჭამას დაიწყებთ, _ ეს სისულელეა, რადგან პირველ იანვარს არ შემოდის წყლის ვეფხვის წელი, ეს ხდება ახალმთვარეობის შემდეგ პირველ თებერვალს. სწორედ პირველ თებერვალს იწყება ნამდვილი ჩინური ახალი წელიწადი და სწორედ მაგ დროს შეუძლიათ იზეიმონ, თუმცა ნამდვილი ასტროლოგიური ახალი წელიწადი შემოდის 2022 წლის 20 მარტს, ანუ გაზაფხულის ბუნიობას, როცა მზე პირველი ზოდიაქოს პირველ გრადუსზე გადადის და იწყება მერკურის წელიწადი, რაც იმას ნიშნავს, რომ მერკური საზოგადოებაში ხალხში უფრო მეტ ინფორმაციას შემოიტანს, მეტი კომუნიკაცია ექნება, გაიხსნება გზები, საზღვრები, იქნება მიმოსვლა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ვაჭრობის თემები და ეკონომიკური საკითხები კიდევ უფრო აქტუალური გახდება. ვიმედოვნებ, რომ უკეთესობისკენ შეიცვლება რაღაცები, თუმცა ამ წელს თავისი სირთულეებიც აქვს. შედარებით უფრო მსუბუქი და პოზიტიური იქნება 2022 წელი, ვიდრე 2021 და 2020 წლები იყო. თითქოს უფრო სიმშვიდისკენ გადადის სამყარო ნელ-ნელა. გარდა ამისა, 2022 წელი ნუმეროლოგიურად არის მე-6 წელიწადი და ასტროლოგიურად კავშირშია პლანეტა ვერენასთან. წინა პლანზე წამოვა ისევ ფინანსები, გრძნობები, სიყვარულის თემები, ეკონომიკა, თუმცა თუ ამის გასაქანი მოგვცა სამყარომ, კიდევ უფრო პოზიტიური იქნება ეს წელიწადი. უბრალოდ, ჩვენ, ადამიანები, არ ვაძლევთ სამყაროს გასაქანს, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ ჩვენს გარემოში.

_ კონკრეტულად რომ გვითხრათ, ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება განსაკუთრებულად წარმატებული და პოზიტიური 2022 წელი?

_ მინდა, ერთ-ერთი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი დავასახელო, ეს არის კირჩხიბი, ოღონდ კირჩხიბი დაბადებული, 13-14 ივლისამდე, მათთვის იქნება საუკეთესო წელი, რადგან იუპიტერი, ნეპტუნი იმოქმედებს ძალიან კარგად და მიეხმარება სიირთულეების დაძლევაში. ასევე განსაკუთრებით კარგად იმოქმედებს ნოემბერში დაბადებული მორიელებისთვის. ზოგადად, მორიელებს კრიზისული პერიოდი აქვთ, თუმცა 2022 წელი მათ მიეხმარება. ასევე პოზიტიური იქნება თევზებისთვის, თხის რქებისთვის, კუროებისთვის. განსაკუთრებით მაისის კუროებისთვის. რაც შეეხება ლომებს, მათთვის ცოტა მძიმე და რთული პერიოდია, რადგან სატურნისა და ურანის ასპექტი მათ ამოსუნთქვის საშუალებას არ მისცემს. სატურნისა და ურანის ეს ასპექტი, რომელიც დიდი ხანია სუფევს, იწვევს გარკვეულ შეწინააღმდეგებებს, საპროტესტო ეიფორიას მთელ მსოფლიოში, როგორც საკანონმდებლო, ასევე ეკონომიკურ, ფინანსურ დონეზე, რადგან მიზანმიმართულად მიმდინარეობს დიდი ფინანსური ტრანსფორმაცია. იწყება თანხების დევალვაცია, ზოგადად, ვალუტებს პრობლემები ექმნება. შესაბამისად, ცდილობენ, რომ ნელ-ნელა ყველაფერი გადავიდეს ელექტრონულ ფულზე. ერთ-ერთი მიზანი ის არის, რომ ხალხს ქეში აღარ ჰქონდეს და ყველაფერი ნელ-ნელა გადავიდეს ელექტრონულ სისტემაზე. ეს რეფორმები რთულად მიდის, მაგრამ ამ პროცესს ვერ გავექცევით.

_ რა უნდა გავითვალისწინოთ ზოდიაქოს ყველა ნიშანმა? არის რამე ისეთი, რაც 2022 წელს განსაკუთრებით საყურადღებო იქნება ან თუნდაც რამე ისეთი, რაც უნდა დავიცვათ?

_ ადამიანებმა ჩვენი უფლებები უნდა დავიცვათ და გავერთიანდეთ ყველა ერთი დიდი პრობლემის წინააღმდეგ. ეს ორიანები, რომლებიც გვაქვს ახალ 2022 წელს, გარკვეულ დუალურ, პოლარულ გაყოფას იწვევს. ეს გაყოფა არის არა ჰორიზონტალური, არამედ ვერტიკალური. პირამიდის ქვედა ფენა ებრძვის ზედა ფენას. ეს დაპირისპირების ფონი მთელ წელს გაჰყვება, ამიტომ საჭიროა ერთად ყოფნა, ადამიანური სულისკვეთებისა და რესურსების მთლიანად დახარჯვა, ერთმანეთის დახმარება _ მხოლოდ ეს გადაგვარჩენს. ამაზე უნდა იყოს ყველა აქცენტირებული და ეს უნდა იყოს ყველაზე მთავარი ჩვენთვის. მერწყულის ეპოქა ადამიანების ეპოქაა და მხოლოდ ადამიანების ერთობლიობით, კონსოლიდირებით, ჯგუფური სულისკვეთებით შეიძლება დავამარცხოთ ბოროტება, ამ შემთხვევაში შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას.

_ ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს მკითხველში, თუ როგორი წელი იქნება პოლიტიკური კუთხით, თუ გაქვთ ეს გამოკვლეული?

_ საქართველოს ასტროლოგიურ რუკას რომ ვუყურებ, ივანიშვილი ცდილობს, არ მოხსნას ის პირები, რომლებიც ხელისუფლების სათავეში არიან, რადგან შემდეგ სწორედ ის ხალხი მოხსნის მას. ამიტომ ეს ერთგვარი ცვლილებები კარგად გათვლილი და გამიზნულია. მე ასტროლოგია ვიცი და ამ ყველაფრის გადათამაშება ხდება. იმათი მოხსნით და სხვისი დანიშვნით საკუთარი თავიდან იცილებს პრობლემებს, მაგრამ ყველაფერი ტყდება იმათზე, ვისაც ხსნის. როდესაც ოპოზიცია პრემიერის გადადგომას ითხოვს, ეს უგუნური პოზიციაა, _ ამ დროს სათავე ხელშეუხებელია და პრობლემის კუდს ებრძვიან. რა შუაშია პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი? _ ისინი ხომ მარიონეტები არიან.

_ უნდა ველოდოთ მნიშვნელოვან ცვლილებებს, ისეთს, რაც ყველას გააოცებს?

_ ამაზე პასუხის გაცემა მიჭირს, ეს უნდა მომხდარიყო აქამდე. 2018-2020 წლებში ურთულესი პერიოდი გავიარეთ, როდესაც უნდა მომხდარიყო ცვლილებები და ასეც მოხდა: პრემიერ-მინისტრები შეიცვალნენ, რამაც განმუხტა სიტუაცია. რეალურად, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი ხის ორი ტოტია, აქედან გამომდინარე, მათი თამაში და მანიპულაციები, მასკარადები, რასაც ატარებენ ხალხისთვის, ძალიან სასაცილო თემად იქცა. ადამიანების უმეტესობა თავისი მენტალობით, ინტელექტით, აზროვნებით ისეა დაჩაჩანაკებული, რომ თითქოს გეცლება იმის სულისკვეთება, რომ რაღაცისთვის იბრძოლო.

_ ისევ იგივე რეჟიმს უნდა ვუყუროთ?

_ ხალხმა უნდა გაიღვიძოს, ამის იმედი ყოველთვის არის, უბრალოდ, საქმის გაკეთება არავის უნდა. სანამ წყალი არ შეუვარდება თითოეულ ოჯახს სახლში, მანამ არაფერს მოიმოქმედებს.