რატომ დატოვა თანამდებობა ზურაბ ბერიკაშვილმა?

კახეთის სამხარეო პილიციის დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ ბერიკაშვილმა, დაკავებული თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბერიკაშვილთან ერთად სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა მისმა  რამდენიმე მოადგილემ.

ზურაბ ბერიკაშვილი კახეთის რეგიონში ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი 2017 წლიდან იყო. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა  ამ ეტაპზე  ვაკანტურია. ვინ დაიკავებს ამ პოსტს, უცნობია.

„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ხელმძღვანელი პოსტის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი დეკემბერში მომხდარი მკვლელობაა, სადაც პოლიციის მაღალჩინოსანმა თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი მოკლა.

ზურაბ ბერიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საბანაძის კადრად მოიაზრება.

მაკა მოსიაშვილი