NDI: „გამოკითხულთა 31%-ისთვის მათ შეხედულებებთან ახლოს „ოცნებაა“, 5%-ისთვის – „ნაციონალური მოძრაობა“
NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 31% აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას. ამასთან, 25% ამბბობს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არაა, ხოლო 24% პასუხზე უარს ამბობს.
მხოლოდ 5% ამბობს, რომ მათთან ახლოს „ნაციონალური მოძრაობაა“, ხოლო 9% — სხვა პარტიები.
NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები შეირჩნენ მარტივი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1%-ია. NDI-ში განმარტავენ, რომ ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.
ნენე ინჯგია