გიორგი გახარია: „ეს საერთო გამარჯვებაა!“

„ეს საერთო გამარჯვებაა“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მიერ რუსეთისთვის სტრასბურგის სასამართლოში დავის მოგებას. 

“დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა!

დავა – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა!

ეს საერთო გამარჯვებაა!”, – წერს სოციალურ ქსელში პრემიერი. 

ცნობისთვის: რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში გამარჯვებულად გამოაცხადა. 

გიორგი საკარული