აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებულ სიაშია
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა.
ირაკლი კობახიძე კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს.
პოლიტიკური საბჭოს განახლებული 21–კაციანი სია ასე გამოიყურება:
თორნიკე რიჟვაძე, კახა კალაძე, ვასილ მაღლაფერიძე, გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, მაია ცქიტიშვილი, გიორგი ვოლსკი, ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა, ვახტანგ გომელაური, ეკატერინე ტიკარაძე, ვანო მაჭავარიანი, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, სოზარ სუბარი, დიმიტრი სამხარაძე და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ხვიჩა მამულაძე