აჭარის მთავრობის სახლთან მოძრაობების „ტალღის“, „იმოქმედესა“ და „არდათმოს“ წევრებმა აქცია გამართეს

აჭარის მთავრობის სახლთან, „თავისუფლების კვარტალში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტალღის“, „იმოქმედესა“ და „არდათმოს“ წევრებმა  აქცია-პერფორმანსი გამართეს. 

მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან არსად წასულა და ის უფრო მძაფრად შევიდა პოლიტიკაში.

„ჩვენ არ გვჯერა იმის, რომ ივანიშვილი მიდის პოლიტიკიდან. იგი მორიგ არაფორმალურ მმართველად რჩება. 

აქ, „თავისუფლების კვარტალში“, შეკრებილია ახალგაზრდული მოძრაობები, რომლებსაც ბიძინა ვერ მოგვატყუებს. 

ფერად ფურცლებზე ჩამოვწერეთ 41 პრობლემა, რომელიც ივანიშვილმა აჭარას დაუტოვა, ხოლო აჭარის გარდა 441 პრობლემაც კი შეიძლება შეგროვდეს, რაც სრულიად საქართველოში დატოვა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ლაშა კომახიძემ.

ხვიჩა მამულაძე