თბილისის ზღვის მიმდებარედ მამაკაცი მოკლეს
თბილისის ზღვის მიმდებარედ, საცხოვრებელ ვაგონში ერთი კაცი მოკლეს.
უწყების განცხადებით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.
შსს-ს ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების დროს ნაცნობი ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
უწყების განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი საკარული