„თავისუფლების კვარტალის“ წევრებმა ხელვაჩაურში ოფისი გახსნეს
ხელვაჩაურის მერიის შენობაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კაბინეტში, „თავისუფლების კვარტალის“ წევრებმა ოფისი გახსნეს და განაცხადეს, რომ ისინი ხელვაჩაურის მერიის მაღალჩინოსნებს კორუფციასა და ნეპოტიზმში ამხელენ.
„მოქალაქეებს კონსულტაციას გავუწევთ სხვადასხვა დარგში: სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის, მედიცინის მიმართულებით, რომ მათ დაძლიონ ის ბერკეტები, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება უქმნის. ჩვენ შევეცდებით, რომ ვამხილოთ ხელვაჩაურის მაღალჩინოსნები“, – განაცხადეს „თავისუფლების კვარტალის“ წევრებმა.
ხვიჩა მამულაძე