ნოვოსიბირსკის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა
ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი იუწყება, რომ აჩერებს კონტრაქტს ქართველ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან.
თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე — დასის უპატივცემლობის უკიდურესი გამოვლინებაა.
„მთელ რიგ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში (НОВАТ).
თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე – დასის უპატივცემულობის უკიდურესი გამოვლინებაა.
ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე
საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება იანვრის შუა რიცხვებში, იმ შეხვედრის შედეგების მიხედვით, რომელიც შედგება НОВАТ-ის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვლადიმირ კეხმანსა და ნინო ანანიაშვილს შორის“, – ნათქვამია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
გიორგი საკარული