საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1784 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1784 შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 801 თბილისში აღირიცხა, 281 – იმერეთში, 121 – აჭარაში,  119 – შიდა ქართლში, ქვემო ქართლში – 101,  გურიაში – 40, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 140, კახეთში – 110, მცხეთა-მთიანეთში – 30, სამცხე-ჯავახეთში – 31, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი – 10. 

გამოჯანმრთელდა 4119 პაციენტი. 

26 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 220 508 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 200 339 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2352 კი გარდაიცვალა.

ნენე ინჯგია